გაერო: 22,5 მილიონი ადამიანი ლტოლვილია
20 ივნისს გაერო ლტოლვილთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 65 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და 22 მილიონნახევარი ლტოლვილი - მათმა უმეტესობამ საცხოვრებელი ადგილი ომისა და ძალადობის საფრთხის გამო დატოვა. მაშინ, როცა მსოფლიოში ყოველ წუთას დაახლოებით 20 ადამიანია იძულებული საცხოვრებელი სახლი დატოვოს, მათი საჭიროებები მშვიდობისმყოფელთა და უფლებადამცველთა მიერ შეგროვებული რესურსებს უფრო და უფრო მეტად აჭარბებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ დღეს უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნავს. დღეს კი განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმაზე მახვილდება, რომ 2017 წელს მსოფლიო ამ დღეს ლტოლვილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობით ხვდება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა სირია სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ისინი იქ მიმდინარე ექვსწლიან სამოქალაქო ომში მონაწილე რომელიმე მხარის თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. განსაკუთრებული საფრთხე კი ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ემუქრებოდათ, რომლებმაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთზე დაამყარეს კონტროლი. "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეების განმავლობაში ტერიტორიებსა და ძალას კარგავს, მაგრამ მათ, ვინც ტერორისტებს გამოექცა, არ სჯერათ, რომ დაბრუნებას შეძლებენ.
სირიელი ლტოლვილი, რომელიც ახლა ლიბანს აფარებს თავს, ამბობს, რომ სანამ უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მათი უკან დაბრუნება წარმოუდგენელია. "სად უნდა ვიცხოვროთ? სად ვიმუშაოთ? რა უნდა ქნან მათ, ვისაც დიდი ოჯახები ჰყავს? რისთვის დავბრუნდეთ უკან?" ამბობს ის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად.
მის მსგავსად, გაეროს მიერ მართულ/ორგანიზებულ კარავ-ქალაქებში ცხოვრებას აგრძელებს და ელიან, როდის გამოჩნდება მათთვის "მესამე ქვეყანა" - ადგილი, სადაც გადაასახლებენ.
იორდანია, ქვეყანა, რომელშიც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა დაახლოებით 700 000 ლტოლვილისთვის იქცა თავშესაფრად. მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია. ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი მათგან 50 ყველაზე მოწყვლადი ლტოლვილის ინტერესებს იცავს.
ჯეინი ფლემინგი, ლტოლვილთა დახმარების ერთ-ერთი პროექტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ლტოლვილთა მდგომაროება შესაძლოა წლობით არ გაუმჯობესდეს:
"როგორც წესი, მე კლიენტებს ვეუბნები: ჩვენ დაგეხმარებით მანამ, სანამ თქვენ საკუთარი თავის დახმარება შეგეძლებათ. სანამ ფეხზე დადგებით და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგეძლებათ. და ეს კი შეიძლება გაგრძელდეს 10 წელს, ოც წელს. ან სულაც, მთელი ცხოვრება".
ლტოლვილებისთვის საარსებო წყარო საჯარო და კერძო შემოწირულობებია. თუმცა ლტოლვილთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, რესურსები კი უფრო და უფრო ნაკლებად ჰყოფნით.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საერთაშორისო საზოგადოებას არაერთხელ მოუწოდა, რომ მეტი შეწირულობა გაიღონ ლტოლვილთა დასახმარებლად. ბოლოს კი, გაერომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის რელიგიური ლიდერის იმის ნებართვა მოიპოვა, რომ მათმა მოქალაქეებმა ლტოლვილთა პროგრამებს ფული შესწირონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობით მდიდარი ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან შესაძლოა გაჭირვებულთათვის საჭირო თანხების მოზიდვა დაიწყოს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის საინფორმაციო ოფიცერი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მოჰამედ აბუ ასაკერი ამბობს, ეს პროგრამები სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, საგადასახადო შეზღუდვებისგან თავისუფალი იქნება. მაგალითად, თუკი სხვა დონაციებიდან ორგანიზაციის სასარგებლოდ 7%-იანი ადმინისტრაციული გადასახადის ჩამოჭრა ხდება, ეს თანხები სრულად და პირდაპირ გადაირიცხება ლტოლვილთა ფონდებში.
თუმცა მსოფლიოში, სადაც ყოველ წუთას დაახლოებით 20 ადამიანია იძულებული საცხოვრებელი სახლი დატოვოს კონფლიქტისა თუ დევნის გამო, მატერიალური დახმარების საჭიროება სულ უფრო და უფრო აჭარბებს არსებულ რესურსებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები