ირაკლი ღარიბაშვილი

24 Apr. 2023, 14:36

მე მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე. [...] ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს, წამალი რომ მივცეთ, ჩვენ, მთავრობამ მისცეს, ყველაფერი შეიცვლება.

ასევე, იმასაც კადრულობენ, რომ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. იცით ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დაავადებით, ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, საერთოდ. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებული.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მე-6 დღეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან ღამეს ათენებენ და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, ამ ფონზე კი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო და მთავრობა მშობლების გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები წელიწადზე მეტია, ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს, რომელიც საქართველოში არ შემოდის და არც ფინანსდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…