სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას მოუწოდებს, გაიაზროს ვალდებულება ბავშვების მიმართ
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი: აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა კანცელარიასთან ათენებენ და პროტესტს აგრძელებენ.
- ისინი წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ითხოვენ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას, რომლის წლიური დოზაც, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება.
- აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ზრდის თანდაყოლილ დარღვევას იწვევს.
- ვოსორიტიდს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია 2021 წელს მიენიჭა — ის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი პრეპარატია.
- მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან უშედეგო აღმოჩნდა.
დეტალები: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პრეპარატი აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველ ავტორიზებული საშუალებაა და მისი მოქმედება ეფექტიანია მხოლოდ არასრულწლოვნებში გამოყენებისას.
- აღნიშნავენ, რომ მის გამოყენებაზე ავტორიზაცია გაცემული აქვს, როგორც აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციას, ისე, ევროპის წამლის სააგენტოს.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მაღალი ფასის გათვალისწინებით, მის შეძენას სახელმწიფოს გარეშე, საშუალო შემოსავლის ოჯახი ვერ გასწვდება.
- "ბავშვებმა 18 წლამდე პრეპარატი ინექციების სახით მუმდივად უნდა მიიღონ, მაშინ, როდესაც 10 წლამდე ინექციის ღირებულება დაახლოებით 10 138 დოლარია".
- მათივე თქმით, მიუხედავად პროტესტისა, ხელისუფლებას დღემდე არ განუცხადებია ნება და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებასა და წამლის უზრუნველყოფაზე.
ცენტრი სახელმწიფო უწყებებს შეახსენებს ვალდებულებებს, რომელიც მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება.
- "სამართლებრივი ჩარჩო ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მოქალაქეს უნდა გქონდეს ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვაზე, მათ შორის, შესაბამის სერვისებზე წვდომა".
- "მეტიც, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით".
- "სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა და, რაც მთავარია, ტკივილისაგან თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობის გარანტირება".
გარდა ამისა, ცენტრის შეფასებით, ბუნდოვანია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომელიც პრეპარატზე წვდომის უზრუნველყოფის წინაპირობად არა მოსახლეობის საჭიროებებს, არამედ მხოლოდ სხვა ქვეყნის გამოცდილებებს უკავშირებს.
- "მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში მცხოვრები შშმ/აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ცხოვრების პირობები და სხვადასხვა სერვისზე წვდომის ხარისხი, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემა და ოჯახების ფინანსური შესაძლებლობები განსხვავდება საქართველოში არსებულისგან".
- მოუწოდებენ სახელმწიფოს, გაიაზროს საკუთარი ვალდებულება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მიმართ.
- ინტენსიურად დაიწყოს მშობლებთან დიალოგი, ბავშვების საჭიროებებისა და გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირება,
- ასევე, უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს და მშობლებს გააცნოს ზუსტი ხედვა მედიკამენტის შემოტანასა და წვომაზე და ასეთივე ვადებში უზრუნველყოს ეს, სულ მცირე, მწვავე საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები