როგორ ნაწილდება რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI-მ) ახალი კვლევა გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
- გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას — მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
- ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას — გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია, მათ ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.
- გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია — გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს, ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
კვლევის თანახმად, რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ პატრიარქი, ილია მეორეა — ის გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს.
- მეორე ადგილზეა თბილისის მერი, კახა კალაძე 52%-ით.
- რეიტინგში მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს. ის გამოკითხულთა 48%-ის კეთილგანწყობას იმსახურებს.
- მეოთხე და მეხუთე ადგილებს მოქმედი და ყოფილი პრემიერმინისტრები ინაწილებენ — ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა — 43%-ს, გიორგი გახარია კი 36%-ს მოსწონს.
შედარება: 2022 წლის ნოემბრის გამოკითხვის თანახმად, რეიტინგები ასე ნაწილდებოდა:
- 88% — ილია მეორე;
- 51% — კახა კალაძე;
- 44% — ირაკლი ღარიბაშვილი;
- 40% — ანა დოლიძე.
ინსტიტუციების რეიტინგი: კვლევის თანახმად, პირველ ადგილს ქართული ჯარი იკავებს — ის გამოკითხულთა 77%-ს მოსწონს.
- მეორე ადგილზე საპატრიარქოა (72%), მესამეზე კი — პოლიცია (63%).
- ქართული მედია რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. ის გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს.
პარტიული რეიტინგები: როგორც ყოველთვის, პირველ ორ ადგილს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იყოფს, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 5%-ა.
- ქართული ოცნება — 19%;
- ნაციონალური მოძრაობა — 14%;
- გახარიას პარტია — 3%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 3%;
- ლეიბორისტული პარტია — 2%;
- ლელო — 2%;
- გირჩი — 2%.
კვლევის მიხედვით, ენმ და ქართული ოცნება არიან ლიდერები იმ პარტიებს შორისაც, რომლებიც მოქალაქეებს არ მოსწონთ.
- კერძოდ, კითხვაზე რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში — 39% ენმ-ს პასუხობს, 34% კი ქართულ ოცნებას.
- 16% — ალტინფოს;
- 13% — გირჩი მეტი თავისუფლებას;
- 13% — პატრიოტთა ალიანსს;
- 13% — გირჩს;
- 13% — ევროპულ საქართველოს.
მეთოდოლოგია: IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
- საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ, მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
- შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.
- მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
- ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი — 63%.
- კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები