ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ახალი Corolla Cross და MC Corolla წარადგინა
ფოტო: ტოიოტა
Toyota Corolla SUV ვერსია — Corolla Cross და განახლებული Corolla იაპონური ბრენდის მოყვარულებისთვის ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. კომპანიამ, რომელიც ტოიოტას ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს პრეზენტაციაზე უმასპინძლა და ახალი მოდელები წარუდგინა.
"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც Toyota Corolla იწარმოება. ნახევარსაუკუნოვანი ისტორია მოდელს კი არა, ზოგიერთ ავტომწარმოებელსაც კი არ გააჩნია, თუმცა ამ მანქანას გაცილებით მეტი აქვს სათქმელი: მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ტოიოტას ინჟინრები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, Corolla ხშირად გააუმჯობესონ და ინოვაციების დანერგვა უმეტესად სწორედ ამ მოდელში დაიწყონ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოროლას ოჯახი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე საავტომობილო ტენდენციებს და არაერთ ექსკლუზიურ სიახლეს გვთავაზობს. ეს ყველაფერი იმის მყარი საფუძველია, რომ Toyota Corolla-მ საუკეთესოს სტატუსი მომავალშიც შეინარჩუნოს", — მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი.
ღონისძიებისათვის საგანგებოდ მოწყობილ შოურუმში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელები დეტალურად დაეთვალიერებინათ, მიეღოთ ინფორმაცია ტოიოტას განახლებული ავტომობილების უფრო მეტი შესაძლებლობის შესახებ. მუსიკისა და შთამბეჭდავი ინსტალაციების თანხლებით სტუმრებმა ტოიოტას სხვადასხვა თაობის განვითარების ისტორია მოისმინეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იაპონური ბრენდის ერთგული მომხმარებელი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას პარტნიორები და ტოიოტა ცენტრი კავკასიის პრეზიდენტი.
"ჩემთვის, როგორც Toyota-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლისთვის კავკასიის რეგიონში, დიდი პატივია ამ პრეზენტაციაზე დასწრება. მომხმარებელს წარვუდგინეთ ჩვენი ცნობილი Corolla-ს განახლებული ვერსია და Corolla-ს ოჯახის აბსოლუტურად ახალ წევრი კროსოვერის სეგმენტში — Corolla Cross. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლეგენდარული მოდელი, რომელიც მსოფლიოს 50 მილიონი მძღოლის რჩეულია, თავის წარმატებულ ისტორიას საქართველოშიც გააგრძელებს და Toyota-ს მეტ თაყვანისმცემელს შემატებს", —კოჯი მაცუნო, ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი.
უსაფრთხოება კვლავ რჩება იაპონური ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად და ორივე მოდელში ინტეგრირებულია Toyota Safety Sense, რაც მძღოლს მართვისა და პარკირებისას ეხმარება. ტოიოტა ცენტრი თეგეტა განახლებული მოდელების ტესტდრაივს ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.
MC Corolla და Corolla Cross
MC Corolla — ავტომობილის ექსტერიერში სიახლეა რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერები, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი ახალი, მწვანე შეფერილობა.
რაც შეეხება ინტერიერს MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. რაც მნიშვნელოვანია, კოროლა უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული კოროლას ყველა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.
Corolla Cross — ეს არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება — ის ექსტერიერით კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი, სრულიად ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.
Toyota Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის. ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Corolla Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობდა. ერთი შეხედვით შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ, კოროლასთან ერთად, ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნობთ თავს.
Toyota Corolla-ს უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს იყენებს, რაც უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავ არის ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანი ბაზარზე.
უსაფრთხოება ტოიოტასთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, არც კოროლას უახლესი მოდელებია ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. უახლესი თაობის Toyota Safety Sense დაგეხმარებათ მართვისას და პარკირებისას. T-Mate სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ გაგიადვილოთ ნებისმიერი საგზაო საფრთხის თავიდან აცილება.
Toyota Corolla 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. Corolla-ს საერთაშორისო აღიარება სწორედ მის საიმედოობას ემყარება.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები