საბურავების სეზონური ცვლილება — რჩევები თეგეტა მოტორსისგან
ფოტო: თეგეტა
ტემპერატურის მატებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.
საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ თეგეტა მოტორსის საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი გვესაუბრება:
რით განსხვავდება ზამთრისა და ზაფხულის საბურავები ერთმანეთისგან?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საბურავის შემადგენლობა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი.
ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მოჭიდების უნარს კარგავს, ხოლო ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
რატომ უნდა შევცვალოთ ზაფხულში საბურავები?
ზაფხულის საბურავებს დაბალი პროტექტორები აქვს და მათ შორის დაშორებაც საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ საბურავის გზასთან შემხები ზედაპირის ფართობი ზამთრის საბურავებთან შედარებით საკმაოდ დიდია და მოჭიდება უფრო საიმედო ხდება. ზამთრის საბურავების მაღალი პროტექტორები კი აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება.
სველ გზაზე მოძრაობისას ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავს კი ეს არ შეუძლია და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს.
როდესაც ჰაერში ტემპერატურა იმატებს და უკვე +7 სცდება, აუცილებელია, რომ ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით.
რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?
ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.
საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც — დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტიანობის კოეფიციენტი დაბლა იწევს.
შეგახსენებთ, რომ თეგეტა მოტორსის ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, თეგეტა მოტორსის დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები