Black Mirror მე-6 სეზონით ბრუნდება — ნახეთ ტრეილერი
ფოტო: Netflix
გახმაურებული საი-ფაი სერიალი Black Mirror მაყურებელს მე-6 სეზონით უბრუნდება. ანთოლოგიური სერიალის შემქმნელი ჩარლი ბრუკერი გვამცნობს, რომ "ყველაზე მოულოდნელს უნდა ველოდოთ". დაახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად კი, უკვე პირველი ტრეილერის ნახვაც შეგვიძლია.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ეპიზოდს გააერთიანებს შავი სარკის ახალი სეზონი. დაუზუსტებელია პრემიერის თარიღიც, თუმცა, ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მონატრებულ სერიალს მაყურებელი ნეტფლიქსზე ივნისიდან იხილავს.
ამასთან, გასულ წელს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიცით, რომ მე-6 სეზონში მის წინამორბედზე მეტი სერია იქნება თავმოყრილი. როგორც ცნობილია, თითოეული ეპიზოდი უფრო კინემატოგრაფიული ხასიათის იქნება და მათი ქრონომეტრაჟიც გაიზრდება.
"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ შავმა სარკემ ერთიმეორისგან სრულიად განსხვავებული ამბები უნდა გააერთიანოს და მაყურებელთან ერთად მეც გამაოცოს", — აცხადებს ბრუკერი, — "ეს უნდა იყოს სერიალი, რომელსაც ადვილად ვერ აღწერთ და რომელიც საკუთარ თავს გარდაქმნის".
სწორედ ამიტომ, შოუს შემქმნელის თქმით, მე-6 სეზონში შავი სარკის უკვე ნაცნობ მოტივებთან ერთად, ახალ თემებსაც შევხვდებით — მათ შორის ისეთს, რომელზეც თავად ბრუკერი იფიცებოდა, რომ სერიალი არასდროს შეეხებოდა.
ემის მფლობელი Black Mirror 2011 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტოპიური სერიალია. მისი ამ დროისთვის ბოლო, მე-5 სეზონი 2019 წელს გამოვიდა და სულ სამი სერია გააერთიანა. მას შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ხოლო ჩარლი ბრუკერი ირწმუნებოდა, რეალობა ისედაც მეტისმეტად პირქუშია და მაყურებელი მე-6 სეზონისთვის მზად არ არისო.
შეიძლება დარწმუნებული არც ახლა ხართ, რომ შავი სარკის დაბრუნებისთვის მზად ვართ, მაგრამ ახალი სეზონის სამსახიობო გუნდი ეჭვებს გაგიფანტავთ — სერიალის ამ ნაწილში ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც ბენ ბარნსი, სალმა ჰაიეკი და აარონ პოლი არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები