უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერი იქნება
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, ის "მსოფლიოს გამორჩეული საერთაშორისო კონსერვატორთა შეკრებაა", რომელსაც უნგრეთი ზედიზედ მეორე წელია მასპინძლობს.
- კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს არის დაგეგმილი და მისი დევიზია — "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ".
- ღონისძიებაზე მთავარი სიტყვით, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტრო ორბანი წარდგება.
- ის ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირედ განიხილება.
- ორბანი აცხადებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის გაწყვეტა "მათ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება", ხოლო უკრაინას "ფინანსურად არარსებულ ქვეყანას" უწოდებს.
ღარიბაშვილი და ორბანი: ორი ქვეყნის პრემიერების პოლიტიკური სიმპათიები კარგად გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც ორბანს უნგრეთში ქართველ კოლეგას შეხვდა.
- ღარიბაშვილმა თქვა, რომ ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს უნგრეთი ძალიან წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ბევრი რეფორმა განახორციელა, საქართველომ კი მათგან არაერთი მაგალითი გადმოიღო.
- გამოთქვა ორი ქვეყნის "უფრო მეტად დაახლოების სურვილიც".
- პასუხად, ორბანმა არც ღარიბაშვილის მიმართ დაიშურა საქებარი სიტყვები და თქვა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება "დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო", რომელიც "ვერც მორალურად იქნება გამართლებული".
რა ვიცით ღონისძიებაზე: AP იანვარში წერდა, რომ კონფერენცია ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების მონაწილეობით გაიმართება, რადგან ქვეყნის მემარჯვენე პოპულისტური მთავრობა, რომელიც ევროპაში ძირითადად იზოლირებულია, მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებს.
- ასევე, როგორც გამოცემა მიუთითებდა, ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".
- AP წერდა იმასაც, რომ კონფერენცია მიზნად ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის კავშირების გაღრმავებას ისახავს.
- ორგანიზაცია The Centre, რომელიც ამ ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია, Twitter-ზე ღარიბაშვილის ფოტოს აქვეყნებს — როგორც აღწერაში ვკითხულობთ, მას მიაჩნია, რომ "საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით".
- ორგანიზაცია ღარიბაშვილს უწონებს ჰომოფობიას და წერს, რომ ის მხარს არ უჭერს "გენდერულ პროპაგანდას" და ასევე, მიიჩნევს, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას.
გარდა ამისა, კონფერენციაზე ღარიბაშვილის დასწრებას ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი, მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე ასე ეხმაურება:
- "ქართული ოცნების ახალი სტრატეგიაა: მოდი, დავემსგავსოთ ორბანს, მაგრამ ოკუპაციის პირობებში, ბევრად უფრო არასტაბილურ სამეზობლოში, ნაკლები სავაჭრო/ეკონომიკური უპრატესობებით, NATO/ევროკავშირის წევრობის გარეშე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები