"დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" — საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" განხორციელდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად განაგრძობს ფინანსური განათლების მხარდაჭერას და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის — "ფინედუს" მიერ "გლობალური ფულის კვირეული 2023-ის" ფარგლებში განხორციელებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ერთ-ერთი მხარდამჭერია.
პროექტის მიზანს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლები დესპანების ამპლუაში საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტ სკოლას ეწვივნენ. მათ შორის: გორში, ბათუმში, ზუგდიდში, მცხეთაში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისსა და წალენჯიხაში.
ვიზიტის ფარგლებში დესპანები მოსწავლეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხზე, ფულის რაციონალურად განკარგვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ. საქართველოს ბანკის დესპანებმა კი მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ბანკის sCool-ის პროდუქტების: sCool Card-ის, sCoolApp-ისა და ყულაბის შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდები ყოველდღიურად, მარტივი საბანკო ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებენ.
"საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად განაგრძობს ეკონომიკური და ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ ძლიერი და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ეკონომიკური ცნობიერების მქონე მოქალაქეები განაპირობებენ. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ეკონომიკური საკითხებისადმი ინტერესის ზრდასა და ახალი განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობას, რაც გრძელვადიან პერიოდში უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ცნობისთვის, სკოლის მოსწავლეებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკმა შექმნა sCoolApp-ის აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა და ხელს უწყობს მათ შორის ეკონომიკური აზროვნების განვითარებას. sCoolApp-ის მეშვეობით სკოლის მოსწავლეები ისეთ მარტივ და ყოველდღიურ ტრანზაქციებს ახორციელებენ, როგორებიც არის: მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსება, თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვა, თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, გაეცნონ სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ. დღეს აპლიკაციას 60 000-ზე მეტი მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულისა და ნაშთების ციფრული კონტროლისთვის იყენებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები