საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B ფორუმი გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ის ერთობლივი მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ამ ბიზნესების მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენს.
B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, "ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში ისინი შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის".
ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. "ეს არის საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად".
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით", — განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი, — "სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება".
USAID/Georgia-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური ამბობს, რომ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა სამომავლო კავშირების დამყარებისთვის კარგი შესაძლებლობაა.
"ფორუმში მონაწილეობენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია, რაც ვმუშაობთ", — აღნიშნავს წიკლაური, — "ფორუმის მონაწილეა ორი მხარე: პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მოდის იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი იპოვოს და მეორე მხარეა ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებს. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის".
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე ამატებს, რომ "ასეთი სახის ფორუმები მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება".
"ფორუმის მიზანია, მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ", — ჰყვება მაღრაძე, — "ასევე ბიზნეს თანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა".
ალექსანდრე მარგიშვილი კი, Kudos Georgia-ის თანადამფუძნებელი, ხაზს უსვამს პირადი კონტაქტების მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებაში.
"პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში", — ამბობს მარგიშვილი, — "მთავარი საჭიროება, რომელსაც პასუხობს B2B ფორუმი, ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნილება, შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები