ევგენი პრიგოჟინი

29 Apr. 2023, 23:28

თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეავსებენ, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ორგანიზებულად, რომ მერე მშიშარა ვირთხებივით გაქცევა არ მოგვიწიოს, ან გავიდეთ, ან სასიკვდილედ დავრჩეთ. 

მოსალოდნელია, რომ იძულებული ვიქნებით, დანაყოფების ნაწილი გავიყვანოთ. მერე კი, როგორც არ უნდა უნდოდეთ ჩვენს ბიუროკრატებს, ჩამოიშლება სხვა ყველაფერიც. [...]

დღეს მივდივართ იქამდე, რომ ვაგნერი მთავრდება და გარკვეული დროის შემდეგ ვაგნერი შეწყვეტს არსებობას.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრიგოჟინი ღიად უპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, ადანაშაულებდა სამხედრო ხელმძღვანელობას მისი დაქირავებულებისთვის ჭურვების გადაზიდვის მიზანმიმართულად ხელშეშლაში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ იარაღის მიწოდებაზე ულტიმატუმის წერილი მისწერა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და დრო 28 აპრილამდე მისცა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი შეტევის წინ, საბრძოლო მასალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები რუსეთისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…