შალვა პაპუაშვილი

1 May. 2023, 14:40

რა მოვისმინეთ, საერთო ჯამში, მოვისმინეთ ის, რომ ხალხი იყო გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და რავიცი, საქართველო და საქართველოს სიყვარულის გარდა იქ, მე მგონი, არაფერზე იყო საუბარი. და რა გამოდის, გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ისინი ტოლობას სვამენ, როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის იარლიყების მიწერებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური. ამით თვითონვე თავის ლოზუნგებს უარყოფენ, როცა ამბობენ, რომ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი და ის, რომ ქართველობა, რა თქმა უნდა, არის ევროპული კულტურის ნაწილი და ჩვენ ვართ შემქმნელები ევროპული კულტურის და როცა ქართველობაზე იწყება საუბარი, რაღაცნაირად ეწინააღმდეგება ევროპას, ეს არის კიდევ ერთხელ ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ოპოზიციას და გარკვეულ აქტივისტებს სამოქალაქო საზოგადოებაში აქვთ.

მათთვის არ ვიცი რანაირად მოხდა ეს ცვლილება, მაგრა ვფიქრობ, რომ ისინი პოლიტიკურად და აზრობრივად დაცილდნენ ყველაფერ ქართულს. მათთვის რაღაცნაირად უკვე გამაღიზიანებელია, როდესაც საუბარი არის საქართველოზე, ქართულ ეკლესიაზე, ტრადიციებზე, მათთვის საუბარიც კი გამაღიზიანებელია. ეს ვფიქრობ, რომ არის ძალიან საშიში ტენდენცია და მნიშვნელოვანია, რომ ჩაუფიქრდნენ, საბოლოო ჯამში, რომელი ქვეყნის შვილები არიან, რა ინტერესები აქვთ უპირველეს ყოვლისა დაყენებული.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. უცნობის ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის იყო, სადაც ანტილიბერალური და ჰომოფობიური გზავნილები ჟღერდებოდა.
სცენიდან ისმოდა ქართული ოცნებისა და მათი ლიდერების ქებაც და მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივები მშვიდობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…