მამუკა მდინარაძე

2 May. 2023, 01:11

როცა ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა ლაპარაკი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩანს რომ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული — მათ აქვთ ეს მოლოდინი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს არ დაბრალდეს რეკომენდაციების არშესრულება, საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესასრულებლად, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი და ამან გამოიწვიოს არეულობა. ამ დროს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმი, არა მთლად პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნაა. ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია და სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ამ ხალხმა ვერ ისწავლა, მე რეპეტიტორად არ გამოვადგები.

განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხზე არ შეიქმნას და კომისიის შექმნის მცდელობას ნაღმი უწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…