ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პაპუაშვილს 50 დეპუტატის ხელმოწერა გადასცა
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ამის შესახებ განცხადება დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავლენიანი ქართველი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" დაასანქცირა.
- სახდეპის განცხადებით, ქართველმა მოსამართლეებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.
- ოპოზიცია ითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტებისა და სამართალდარღვევების შესწავლა იქნება.
- ქართულმა ოცნებამ, მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად, კვორუმისთვის რეგისტრაცია არ გაიარა და საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალა.
დეტალები: ლელოს დეპუტატის თქმით, კენჭისყრის განზრახ ჩაგდება ქართული ოცნების მხრიდან უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობაა.
- "ჩვენ გაახლებთ 50 პარლამენტის წევრის ხელმოწერას, ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია", — უთხრა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.
- უსუფაშვილის თქმით, თუ მმართველი გუნდისთვის ესეც არ იქნება საკმარისი, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
- "საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება, ამ პარლამენტში თუ არა, შემდგომ პარლამენტში, რათა, ყველაფერთან ერთად, რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებული და სააშკარაოზე გამოტანილი იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. მაშინ, როდესაც არა მარტო დღის წესრიგიდან წაშალეთ ჩვენი საკითხი, არამედ კონსტიტუცია წაშალეთ. ამის პატიება არ შეიძლება".
შალვა პაპუაშვილმა უსუფაშვილს კონსტიტუციის ის ვერსია დაუწუნა, რომელიც დეპუტატს სიტყვით გამოსვლისას ხელში ეჭირა.
- "თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც გიჭირავთ. თქვენს მანდატს და თქვენს ქვეყანას უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, ვიდრე საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან", — თქვა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები