კინოინდუსტრიის წევრები პარლამენტს EU-ს რეკომენდაციების მაუწყებლობის კანონში ასახვას სთხოვენ
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ამის შესახებ ქართული კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიმართვას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამბობენ, რომ 2015 წლის თებერვლიდან საქართველო არის ევროკავშირის კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამის შემოქმედებითი ევროპა წევრი.
- ამასთან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს.
- მათი თქმით, MEDIA ქვეპროგრამაში ისევე, როგორც ინტერ სექტორულ მიმართულებაში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროპული საბჭოს დირექტივასთან (AVMSD 2010/13/EU) საქართველოს თავსებადობაზე.
- რის თაობაზეც ევროკომისიისთვის მტკიცებულების წარდგენა 2023 წლის 31 მაისამდე უნდა მოხდეს.
- განმარტავენ, რომ MEDIA ქვეპროგრამის სრული წევრობა ქართულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიას მისცემს სამომავლო განვითარების ძალიან დიდ პერსპექტივას და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან ინტეგრაციას თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში.
დეტალები: ქართული კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ განახლებული დოკუმენტის წარსადგენად ძალიან მცირე დროა, ისინი მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ პარლამენტთან, რათა არ დაკარგონ ქართული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარების შანსი.
- ამბობენ, რომ 2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით საქართველოში განხორციელდა 33 წარმატებული პროექტი.
- ხოლო ახალი პროგრამის შემოქმედებითი ევროპა 2021-2027 პირველივე წელს დაფინანსება 6 ქართულმა პროექტმა მოიპოვა.
- განმარტავენ, რომ შემოქმედებითი ევროპა 2021-2027 სამ ქვეპროგრამას მოიცავს: კულტურა, MEDIA და ინტერსექტორული მიმართულებები.
- აუდიოვიზუალური და კინო ინდუსტრიის მხარდამჭერი ქვეპროგრამა MEDIA, პროგრამის სრული ბიუჯეტის 2,44 მილიარდი ევრო, 58% ფინანსდება.
ქვეპროგრამა სხვადასხვა კლასტერისგან: Content, Audience, Business, Policy, შედგება და მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებებს.
- ევროპული ფილმების წარმოებას და ევროპული დაფინანსების მოპოვებას;
- ევროპულ კოპროდუქციებს;
- პოსტ-პროდუქციას;
- ფილმების ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე დისტრიბუციას, გაქირავებასა და გაყიდვას;
- სატელევიზიო სერიალების წარმოებას, დისტრიბუციასა და გაყიდვებს;
- აფინანსებს ევროპულ კინოფესტივალებსა და კინოფესტივალების ქსელებს;
- კინო საგანმანათლებლო პროექტებით ხელს უწყობს აუდიტორიის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიის დაინტერესებას თანამედროვე ევროპული კინოთი;
- მხარს უჭერს ევროპული კინოს პოპულარიზაციას მაყურებელში;
- აფინანსებს ფილმების სუბტიტრირებას ევროპული და საერთაშორისო ბაზრებისათვის;
- ხელს უწყობს ევროპული კინოთეატრების განვითარებას;
- აფინანსებს ვიდეო თამაშებისა და Immersive პროექტების განვითარებას;
- ხელს უწყობს ევროპელი კინო პროფესიონალების კვალიფიკაციის;
- ამაღლებას და ინტეგრაციას ევროპულ და საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში;
- აფინანსებს VOD პლატფორმებს.
კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივი წევრია და მონაწილეობის მიღება დაფინანსების რამდენიმე სქემებში შეუძლია.
- კინო განათლება და აუდიტორიის განვითარება, კინოფესტივალები, კინოფესტივალების ქსელები, ტრენინგები.
- ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მარტო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს.
- არამედ საშუალებას მისცემს გახდეს ქვეპროგრამის სრული წევრი, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალები.
- ამბობენ, რომ მზად არიან შექმნან კინო-პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში.
- რაც დააჩქარებს პროცესს და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვნებას.
- "ამიტომაც ვიმედოვნებთ გაითვალისწინებთ ჩვენს მზაობას ამ კანონზე სამუშაოდ, რათა მოცემულ ვადებში შევძლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასრულება", — ნათქვამია მიმართვაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები