როგორ წარიმართა გამოძიება 2-9 მარტს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
მედიაომბუდსმენმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აღწერს და სამართლებრივად აფასებს 2-9 მარტის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებს, ასევე, სახელმწიფოს საპასუხო ნაბიჯებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ დროისთვის სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი კითხვებზე: არსებობდა თუ არა აქციების დაშლის სამართლებრივი საფუძველი; იცავდნენ თუ არა სამართალდამცველები აუცილებელ წესებს და იყო თუ არა აქციის დაშლისთვის გამოყენებული საშუალებები კანონიერი და პროპორციული.
- ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვიდეოჩანაწერებითა და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, აქციების დაშლისას ძალის არაპროპორციული გამოყენებისას მედიის წარმომადგენლებიც დაზიანდნენ.
დეტალები: ანგარიშში ნათქვამია, რომ რომ რუსული კანონის მიღების იდეის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო ხელისუფლების ნება და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეები საქართველოში.
- მედიაომბუდსმენის განცხადებით, საგანგაშოა, რომ მარტის აქციებზე მედიის წარმომადგენლებზე სწორედ სამართალდამცველები ძალადობდნენ.
- "ისინი იყენებდნენ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს, როგორებიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა".
- დოკუმენტის თანახმად, მედიის წარმომადგენლების უფლებები დაირღვა პარლამენტის შენობაშიც, რასაც წინ უსწრებდა პარლამენტში აკრედიტაციის შემოღება, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, კიდევ ერთი პოლიტიკური იარაღი აღმოჩნდა ჟურნალისტების წინააღმდეგ.
- მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე სამართალდამცველები ჯერჯერობით გამოკითხულები არ არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო: ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველები თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ამეტებდნენ უფლებამოსილებას არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვით.
- "სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება, 2 მარტს მისი წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით", — აცხადებს მედიაომბუდსმენი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: უწყებამ გამოძიება შსს-ის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე დაიწყო.
- მედიაომბუდსმენის შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები მაღალი სტანდარტით, კვალიფიციურად და აქტიურად ატარებდნენ მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვებს.
- დღის წესრიგშია 2 მარტს პარლამენტის შენობიდან On.ge-ის რედაქტორის, თამუნა გეგიძის, ფორმულას ფოტოჟურნალისტის, ვახო ქარელისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტის, მიხეილ გვაძაბიას გამოძევების ფაქტები.
რეკომენდაციები: მედიაომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ადამიანების მიმართ ძალის გამოყენების პრაქტიკაზე.
- ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება 2-9 მარტს აქციების დაშლის შედეგად დაზარალებული პირების უფლებების აღიარებასა და ზიანის ანაზღაურებაზე.
- ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს, დროულად გამოიძიოს შენობაში გამოვლენილი გადაცდომები და დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები