როგორ მიმდინარეობს თიბისიში დიზაინ ტრანსფორმაცია? — ინტერვიუ გიგი ჯანელიძესთან
ფოტო: თიბისი ბანკი
თიბისისთვის დიზაინ ტრანსფორმაცია ბიზნეს პროცესების განვითარების სტრატეგიული, კომპლექსური მიდგომაა, რომელიც ადამიანების გამოცდილების გაუმჯობესებას, ბრენდთან ემოციურ ბმას და თანამშრომლებისთვის სამუშაოს გამარტივებას გულისხმობს.
"ერთი ნაბიჯით წინ მიზანთან — გავუმარტივოთ ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელ რეგიონში", — თიბისიმ 2021 წელს, ამ სლოგანით წარადგინა კომპანიის დიზაინ ტრანსფორმაციის სტრატეგია და იქიდან მოყოლებული აქტიურად მუშაობს, რომ სულ უფრო დახვეწილი სამომხმარებლო გამოცდილება შექმნას.
მაინც როგორ მიმდინარეობს თიბისიში დიზაინ ტრანსფორმაცია? ვინ ზრუნავს ამ პროცესზე და როგორ ახერხებენ მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებას? — ამ კითხვებზე პასუხებისთვის თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერს, გიგი ჯანელიძეს ვესაუბრეთ.
რას გულისხმობს დიზაინ ტრანსფორმაცია და რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესის განვითარებისთვის?
ფოტო: თიბისი
დიზაინ ტრანსფორმაცია მოიცავს როგორც კონკრეტული კომპეტენციების ზრდასა და გაძლიერებას, ისე ახალი ინსტრუმენტების, მიდგომების, მეთოდოლოგიების ჩამოყალიბებას. თიბისის მაგალითზე, ეს პროცესები კომპანიასა და გუნდის წევრებს საბოლოოდ იმის შეგრძნებას გვანიჭებს, რომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც, პირველ რიგში, ადამიანებზეა მორგებული და მუდმივად სწრაფად და გონივრულად ვითარდება. ამასთან, ბიზნესისთვის დამატებით მოგება მოაქვს და აძლიერებს მის ბრენდს. არსებობს ძალიან მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფორმულა — კმაყოფილი თანამშრომელი ქმნის პროდუქტებს და სერვისებს, რომლითაც კმაყოფილია ადამიანი, რაც საბოლოოდ ბიზნესის მოგებას ზრდის.
რა არის ის მთავარი შეცდომები, რაც ბიზნესმა დიზაინ ტრანსფორმაციის დაგეგმვისას შეიძლება დაუშვას?
მთავარი შეცდომა არის ის, როცა ბიზნესი დიზაინისგან ინვესტიციების დაბრუნებას ელის. დიზაინი ბიზნეს პროცესის ის ნაწილი კი არის, რომელიც მოგების ზრდას უზრუნველყოფს, რათა კიდევ უფრო მეტი საჭირო პროდუქტები და სერვისები შეიქმნას, არამედ ის, ისევე, როგორც დეველოპმენტი, ის ბაზისური მიმართულებაა, რომლის გარეშე კარგ შენობას ვერ ააშენებ.
საბოლოოდ, არ არსებობს ერთი სწორი გზა. როგორც დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგია გვასწავლის, პროცესის სწორად წარმართვისთვის ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზებაა საჭირო. ნებისმიერი გზა სწორედ ინფორმაციის შეგროვებით უნდა დაიწყოს.
რამდენად მნიშვნელოვანია თიბისისთვის დიზაინ ტრანსფორმაცია?
თიბისის, როგორც ტექნოლოგიურ, კულტურულად საკმაოდ ამბიციურ, ინოვაციებისკენ მიმართულ კომპანიას, დიზაინ ტრანსფორმაცია სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, ადამიანების გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით გავლენის მოპოვებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში არ არსებობს დიდი, წარმატებული კომპანია, რომელიც დიზაინზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავს.
როგორ იგეგმება და მიმდინარეობს თიბისიში დიზაინ ტრანსფორმაცია?
სტრატეგია, რომელიც 2,5 წლის წინ მივიღეთ, იმპლემენტაციის აქტიურ ფაზაზეა გადასული. ნებისმიერი დიზაინ ინდექსის მიხედვით, თიბისი აქტიურად წინ მიიწევს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თიბისი მომხმარებლის გამოცდილების (UX) 6-დონიანი განვითარების მიმართულებით, საბოლოო დონეზეა.
მომხმარებლის გამოცდილების შეფასების არაერთი მოდელი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი გარკვეულწილად იმეორებს შინაარსს. მომხმარებლის გამოცდილების 6-დონიანი მოდელი გულისხმობს:
1. UX ცნობიერების ნაკლებობას;
2. აუცილებლობით განპირობებულ UX მოდელს;
3. UX მოდელის იმპლემენტაციას;
4. UX მოდელს, როგორც ბიზნეს ფიქრის ნაწილს;
5. სტრატეგიულად ინტეგრირებულ UX კულტურას;
6. UX კულტურის ჰოლისტურ გააზრებას.
საამაყოა ის, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ისეთი კომპანიაა, რომელიც UX კულტურის განვითარების მე-6 დონეზეა. ეს არამხოლოდ თიბისის თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის არის კარგი, არამედ იმასაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.
მოგვიყევით გუნდზე, რომელიც თიბისიში დიზაინ ტრანსფორმაციაზე ზრუნავს:
თიბისის ყველა გუნდის წევრი არის დიზაინერი და ყველა ზრუნავს UX-ზე, დიზაინ ტრანსფორმაცია სხვანაირად არ გამოვა. UX არ არის კონკრეტული როლი, თუ თქვენი კომპანია არის ორიენტირებული ადამიანზე და სურს, რომ უფრო ინოვაციური იყოს, გუნდის ნებისმიერი წევრი უნდა გახდეს UX სპეციალისტი, დეველოპერი იქნება ეს, თუ მარკეტინგის თანამშრომელი.
თიბისიში UX მიმართულებით საკმაოდ დიდი და კომპეტენტური გუნდი მუშაობს — UX / UI დიზაინერები, დიზაინ სისტემის გუნდი, გრაფიკული დიზაინერები, UX მკვლევრები, UX მწერლები, CX გუნდი და ასე შემდეგ. თიბისის ეს ჯგუფი უკვე 100 ადამიანისგან შედგება.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა მოთხოვნები / დაკვეთა აქვს მომხმარებელს?
ყოველდღიურობაში სხვადასხვა სერვისებსა და პროდუქტებს ვიყენებთ, გარკვეული მიზნები ან პრობლემები გვაქვს, რომლის გადაჭრაც გვსურს. ამასთან, გარემოსგან, რომელშიც ვცხოვრობთ, კონკრეტული მოლოდინები გვაქვს. გარკვეული თვალსაზრისით, გარემოც ხომ ერთი დიდი ინტერფეისია. ამიტომ, პასუხი მარტივია, მომხმარებელს სურს, რომ პროდუქტები და სერვისები აკმაყოფილებდნენ მათ სურვილებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ემოციებს ტოვებს ეს პროდუქტები და სერვისები —ამას WOW Experience-ს ვეძახით, რაც ემოციური დიზაინის მიმართულებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები