5 რამ, რაც კანის ლომები 2023-ის ახალგაზრდულ ფესტივალზე უნდა იცოდე
ფოტო: თიბისი
დღეს მსოფლიოსა და საქართველოში სარეკლამო სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი სულ უფრო იზრდება. მათი მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და უნარების წარმოსაჩენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი კონკურსების ჩატარებას, როგორიც კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალია.
კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. კონკურსი ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს.
გთავაზობთ კანის ლომების წლევანდელი ღონისძიების შესახებ 5 საინტერესო ფაქტს:
1. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ფოტო: თიბისი
კანის ლომების ფესტივალით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, რასაც რიცხვებიც მოწმობს. წელს პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ეჯიბრება. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
2. მონაწილეები ერთმანეთს 4 კატეგორიაში შეეჯიბრებიან
ფოტო: თიბისი
საქართველოში კანის ლომების ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა და მონაწილეებმა ნამუშევრები დიზაინის კატეგორიაში შექმნეს. წლევანდელ ფესტივალზე 201 გუნდი ერთმანეთს 4 კატეგორიაში ეჯიბრება. ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. დიჯიტალის კატეგორიაში მონაწილეებს ციფრული კამპანიის შემუშავება ევალებათ. პრინტის კატეგორიის მონაწილეები პოსტერებს ქმნიან, ფილმის კატეგორიაში კი — 60-წამიან ვიდეოებს. მარკეტერის კატეგორიაში მონაწილე გუნდები ბრიფის შესაბამის პროდუქტს ან სერვისს ქმნიან და სააგენტოსთვის ბრიფს წერენ.
3. გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელით იასპარეზებენ
ფოტო: თიბისი
201 გუნდს შორის გამარჯვებულებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულები ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.
4. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდება ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი
ფოტო: თიბისი
გამარჯვებული გუნდების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ადამიანი, რომელსაც სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდება. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო საქართველოში კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 2019 წელს დააარსა.
5. მარკეტერისა და პრინტის კატეგორიების მონაწილეებს ბრიფი თიბისიმ მისცა
ფოტო: თიბისი
საქართველოში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი წელს უკვე მერვედ ტარდება, თიბისი კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. წლევანდელ ფესტივალზე მარკეტერისა და პრინტის კატეგორიების მონაწილეებს ბრიფები სწორედ თიბისიმ მისცა. პრინტის კატეგორიაში გუნდებს ისეთი ნამუშევრების შექმნა დაევალათ, რომელიც ქართული რაგბის პოპულარიზაციასა და ქართველი მორაგბეების პოტენციალის ხაზგასმას ემსახურება. მარკეტერის კატეგორიის მონაწილეებს კი უნდა მოეფიქრებინათ, როგორ შეიძლება მომავლის პროფესიების ჭრილში განათლების ხელმისაწვდომობას შევუწყოთ ხელი.
"თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსებისა და ახალი თაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რასაც თიბისი არაერთი კრეატიული თუ საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერითა და ჩამოყალიბებით ახერხებს. მოხარულები ვართ, რომ თიბისი კანის ლომების სახით წელსაც ისეთი პროექტის მხარდამჭერია, რომელიც საქართველოში შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებას, ქართველი ახალგაზრდების განვითარებასა და ახალი თაობის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას უწყობს ხელს", — ამბობს თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები