საქართველოს ბანკმა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულმა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა (RSMEDP), SME ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. RSMEDP პროექტი Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის პროექტების განხორციელებას და წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და RSMEDP-მ პარტნიორობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობისა და მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს.
საქართველოს ბანკისა და RSMEDP-ის მეწარმეების ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარებიან, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. პროექტში თავდაპირველად მონაწილეობას 60 მეწარმე მიიღებს.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით აგრომიმართულებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და RSMEDP-ის პარტნიორობა. თანამშრომლობა მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებასა და შესაბამისად, ბიზნესის განვითარებაში შეუწყობს ხელს. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა და მეფუტკრეობის დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
"RSMEDP პროექტი მოხარულია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოხდება არაფინანსური სერვისების მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, მათი ინკლუზიური დაკრედიტების მხარდასაჭერად. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებთან, ინოვაციური სამმხრივი მოდელების პილოტირებისას, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს მომსახურების პაკეტით, რომელიც შეესაბამება მათ ბიზნეს საჭიროებებს. კერძო სექტორთან თანამშრომლობა არის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ძირითადი მიდგომა, ხოლო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია მეწარმეთა ეფექტური მუშაობისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს SDC-ს პროგრამის მიზნების განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ორიენტირებულია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების შემოსავლებისა და დასაქმების ზრდაზე", — განაცხადა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ როუზმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები