ქარტია მედიას მოუწოდებს, ხელი არ შეუწყოს ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ კამპანიას
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, იმედი და POSTV აქტიურად და მანიპულაციურად აშუქებენ ევროპასა და ამერიკაში ლგბტქი ადამიანების უფლებებსა და გამოხატვაზე ინფორმაციას და ავრცელებენ ღიად ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გზავნილებს.
- ქარტიის განცხადებით, პროსახელისუფლებო მედიები აქცენტს აკეთებენ Gallup-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, 1997-2003 წლებში დაბადებული ამერიკელი ახალგაზრდების, დაახლოებით, 21% საკუთარ თავს ლგბტქი თემის წევრად აიდენტიფიცირებს.
- იმედის ჟურნალისტები კვლევის შედეგებს გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე სკოლაში სწავლებას უკავშირებენ.
- ორგანიზაციის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, პარლამენტში ალტ-ინფოს კანონის რეგისტრაციის შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებაში გაავრცელოს ღიად პროპაგანდისტული მოსაზრებები ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.
დეტალები: ორგანიზაციის თქმით, მსგავსი გაშუქება მანიპულაციურია და მიანიშნებს იმაზე, თითქოს "ლგბტ პროპაგანდა" მიმდინარეობს.
- სინამდვილეში, "ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს და ამ ტიპის მოსაზრებების გაჟღერება ჰომოფობიას, ბიფობიასა და ტრანსფობიას აძლიერებს. ის, რომ შესაძლოა, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ღიად საუბრობენ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობაზე, მხოლოდ იმის შედეგი შეიძლება, იყოს, რომ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და რიგ ქვეყნებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ადამიანებმა უფრო მეტი გაიგეს საკუთარი იდენტობისა და უფლებების შესახებ და შეუძლიათ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- აქვე ნათქვამია, რომ კვლევა, რომლითაც სამთავრობო არხები მანიპულირებენ, სინამდვილეში, აჩვენებს არა ლგბტქი ადამიანების რაოდენობის ზრდას, არამედ იმას, რომ უფრო ნაკლები ადამიანია იძულებული, დამალოს საკუთარი თავი.
გარდა ამისა, ქარტიის განცხადებით, ორივე ტელეკომპანიამ მანიპულაციურად გააშუქა ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოფენა.
- "ისინი ეყრდნობიან ჟურნალისტ ჯეკ პეროკს, რომელმაც გამოფენას Twitter-ზე "სექსუალური გეი იესო" უწოდა. მარტივად გადამოწმებადია, რომ ეს არ ყოფილა გამოფენის სახელი და მეტიც, მოგვიანებით, თავად ამ ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ტელეკომპანია იმედის ფოტო და დაწერა: "ბუნდოვანია, რა მიმართულება აქვს ამ ქართულ არხს. როგორც ვხვდები, ამ არხთან აფილირებული პარტიები ცდილობენ გაიტანონ ანტი-ლგბტ კანონი".
ქარტია მოუწოდებს მედიას, არ ჩაერთონ დისკრიმინაციულ კამპანიაში, ნუ შეუწყობენ ხელს მანიპულაციური ინფორმაციის, ანტიდასავლური გზავნილების, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავრცელებას და ნუ გახდებიან იარაღი ხელისუფლების ხელში.
- "ჟურნალისტებს მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას".
კონტექსტი: ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერებმა და 5 ივლისის ორგანიზატორებმა, გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ და კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წელს პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინეს, რომლითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვეს.
- ჰომოფობიური კანონპროექტის თანახმად, უნდა აიკრძალოს ისეთი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც მიზნად ისახავს "სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაციას, პოპულარიზაციას და პროპაგანდას" და ისეთიც, რომლის დროსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს.
- დოკუმენტის განმარტებით ბარათში ჰომოფობები წერდნენ, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური უმცირესობების გამართული ღონისძიებების ხილვა მოსახლეობისთვის მიუღებელია, რასაც საზოგადოების "სიმშვიდისა და უსაფრთხოების" მოტივით ხსნიდნენ — თუმცა, სწორედ ისინი არავინ მთავარი საფრთხე და მათი მხარდამჭერები ესხმიან თავს უმცირესობებს.
- მოძალადეების სურვილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება — მათი მოგონილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე.
- მანიფესტაციის ორგანიზატორის შემთხვევაში — ჯარიმა 5 000 ლარით, პატიმრობა კი 30 დღემდე ვადით განისაზღვრება.
- პრორუსები ითხოვენ იმასაც, ცვლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში "სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა" 2-დან 3 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.
- მსგავსი კანონით საკუთარ მოქალაქეებს სწორედ რუსეთი უპირისპირდება და ზოგადად "ლგბტ პროპაგანდაც" კრემლის მოფიქრებული პროპაგანდისტული მესიჯბოქსია, რომლითაც ქვიარ თემის უფლებებისთვის ბრძოლის დისკრედიტაციას ცდილობენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები