Visa-სა და თიბისის პარტნიორობით, საქართველოში Visa-ს B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა დაინერგება
ფოტო: თიბისი
თიბისისა და Visa-ს პარტნიორობით საქართველოში B2B საერთაშორისო გადახდების პლატფორმა — Visa B2B Connect დაინერგება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa B2B Connect-ის, CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა მოაწერეს ხელი.
Visa B2B Connect გადახდების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესების ოპერაციების განვითარებას და საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ტრანზაქციების განხორციელებას.
Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც უზრუნველყოფს როგორც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვას, ასევე ტრანზაქციების მიმართულებების პროგნოზირებას. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს შუამავალი რგოლისაგან ათავისუფლებს.
"თიბისი, როგორც ბაზრის ლიდერი, ორიენტირებულია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაზე, ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ბიზნესებს გამარტივებული და სანდო საოპერაციო გადაწყვეტები შევთავაზოთ, მათ შორის, ფულის მოძრაობისა და გადახდების მიმართულებით. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესებისათვის ალტერნატიული გადახდების სისტემის იმპლემენტაციას, რაც მათი ტრანზაქციების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს. ინოვაციებისა და დიჯიტალიზაციის დანერგვით ჩვენ განვაგრძობთ ტრანზაქციების გეოგრაფიული დაფარვის გაფართოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას", — აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
ფოტო: Tibisi
"ვამაყობთ, რომ Visa B2B Connect პლატფორმას ჩვენს პარტნიორთან თიბისი ბანკთან ერთად ვავითარებთ. გვჯერა, რომ ტექნოლოგიური სიახლეების ერთობლივი დანერგვით, კორპორაციულ კლიენტებს, ბიზნესებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანზაქციების განხორციელებაში დავეხმარებით. ჩვენი მიზანია, თიბისი ბანკთან ერთად კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ინოვაციებსა და გადახდების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში", — აღნიშნა დიანა კიღურაძემ, კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა.
ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები