"ხვიჩა, არ გაჩერდე" — საქართველოს ბანკმა კვარაცხელიას ჩემპიონობა ნეაპოლში ბანერით მიულოცა
ფოტო: საქართველოს ბანკი
33-წლიანი ლოდინის შემდეგ, ნეაპოლის გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა. საყოველთაო ზეიმს, რომელიც მთელ ქალაქს მოედო, საქართველოს ბანკიც შეუერთდა და ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობა ბანერით მიულოცა.
"გილოცავ, ხვიჩა, არ გაჩერდე", — წერია ქართულად და იტალიურად ბანერზე, რომელიც ნეაპოლის ქუჩებში გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლურმა გუნდმა იტალიის სერია A-ში ბოლოს 1990 წელს გაიმარჯვა. ამჯერად "ნაპოლიმ" ეს ტიტული სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა. 4 მაისს "ნაპოლი" "უდინეზეს" შეხვდა, მატჩი ანგარიშით 1:1 დაასრულა და 1 ქულა მოიპოვა, რაც საკმარისი იყო ტურნირის ჩემპიონობისთვის.
ქართველი ფორვარდი ნეაპოლის გუნდს 2022 წლის 1 ივლისს შეუერთდა და პირველივე სეზონზე მოახერხა, ჩემპიონობის ტიტული მოეპოვებინა. მან ჯამში 29 მატჩში ითამაშა, 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.
ხვიჩა კვარაცხელია გასულ მარტში ზედიზედ მეორედ დასახელდა Seria A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ. შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი სეზონის პირველივე თვეს გამოარჩიეს და აგვისტოს თვის რჩეული გახდა, რასაც თებერვლისა და მარტის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დაემატა.
საგულისხმოა, რომ იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ ერთ სეზონში ორჯერ აქამდე არავინ დასახელებულა. კვარაცხელიამ კი ეს რეკორდი ჯერ კიდევ მარტამდე დაამყარა, მარტში კი ზედიზედ ორჯერ გააუმჯობესა და კიდევ ერთი ახალი რეკორდის შემოქმედი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რაც ეს ჯილდო გაიცემა, ყველა სეზონის ჯამშიც კი სამჯერ რჩეული არავინ გამხდარა. ხვიჩამ მსგავსი წარმატების მიღწევა არასრულ სეზონში შეძლო.
საქართველოს ბანკმა, როგორც ქართული ფეხბურთის აქტიურმა მხარდამჭერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ხვიჩას გამარჯვებას ორიგინალური ვიდეორგოლიც მიუძღვნა. ნახეთ ვიდეო ამ ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები