ვაშაძე და მისი ძმა ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფენ — რა ხდება
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქოლცენტრებზე მიღებულ შეტყობინებას უკავშირდება.
- პარალელურად, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, რეგისტრირებულია სასტუმრო, რომლის 25%-საც გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე ფლობს.
- პრაიმტაიმი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ იქ მდებარე ქოლცენტრი გიორგი ვაშაძესა და უკრაინელ პოლიტიკოსს, დავით არახამიას ეკუთვნით.
დეტალები: სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ქოლცენტრებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას "რუსული რეჟიმის მორიგ დეზინფორმაციას" უწოდებს.
- "უნდათ, გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან თუ ვინმე დგას საქართველოში, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები", — განაცხადა ვაშაძემ.
- მისივე თქმით, გერმანელ სამართალდამცველებს დაუკავშირდება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.
- "ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში", — თქვა მან.
- ვაშაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნება საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებასა და ისრების გადატანას ცდილობს.
- "ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ, გავჩერდე, უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით!"
ბრალდებას უარყოფს ვაშაძის ძმაც. ამბობს, რომ მას შენობის მეორე სართული ეკუთვნის, დანარჩენი ფართის დანიშნულებაზე კი ინფორმაცია არ აქვს.
- "სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს. ასეთი გადანაწილება არის, რომ ეს ნაწილი არის ჩემი, რაზეც პასუხისმგებელი ვარ. სხვებზე ვერც ვერთვები. ამიტომ მე ინფორმაცია არ მქონდა. დისტანციურად ვმართავ სასტუმროს. სეზონიც დაბალია და შესაბამისად, როცა აქ მოვდიოდი, ზემოთ, საერთოდ არც ვიცოდი, თუ გახსნილი იყო [რამე]", — თქვა მან.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები