მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებაში — საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე საბა გოდუაძე
"ყოველთვის მაინტერესებდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით კი მიყვარდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ამიტომ, როდესაც STEM სკოლის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში", — ასე იწყება
~საუბარი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე საბა გოდუაძესთან, რომელიც STEM სკოლის პროექტის მონაწილეა.
STEM სკოლა საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
დღეს პროექტში საქართველოს მასშტაბით 200 მოსწავლე მონაწილეობს, მათგან რეგიონში მცხოვრებ საუკეთესო შედეგის მქონე 63 ახალგაზრდას კი საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს. ბანკის სტიპენდიატთა შორისაა საბა გოდუაძეც, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე გამოცდაში მაღალი ქულები მიიღო.
"პატარაობიდან ვოცნებობდი, მეცნიერი გამოვსულიყავი. ეს გზა არ შემიცვლია და ახლაც ვფიქრობ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით გავაგრძელო სწავლა. მჯერა, რომ STEM სკოლაში მიღებული ცოდნა აუცილებლად დამეხმარება ჩემი მიზნების
მიღწევაში", — ამბობს საბა.
როგორც გვიხსნის, გაკვეთილები ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია. თეორიულ ცოდნასთან ერთად მოსწავლეები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სიმულაციების სასწავლო პროცესში გამოყენება კი გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესს კიდევ უფრო მეტად მარტივად აღქმადს და გასაგებს ხდის.
"STEM სკოლის გაკვეთილებზე დრო შეუმჩნევლად გადის. ვიგებთ ბევრ, ძალიან საინტერესო ინფორმაციას. ყველაზე მეტად მათემატიკის და პროგრამირების საგნები მომწონს, რადგან ორივე აზროვნებას მოითხოვს და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო
პროცესია", — გვიხსნის საბა.
ამბობს, რომ სწავლის დაწყებამდე, STEM სკოლა თავისი შინაარსით ჩვეულებრივი სკოლის მსგავსი წარმოედგინა. თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა. "პირველივე გაკვეთილმა ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. მივხვდი, რომ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სკოლა", — ამბობს საბა.
ამჟამად ის ზაფხულის შეჯიბრებისთვის ემზადება, სადაც თანატოლებს რობოტიკის მიმართულებით დავალებების წარმატებით შესრულებაში გაუწევს კონკურენციას. სამომავლოდ კი აპირებს, მეცნიერ-გამომგონებელი გამოვიდეს, რადგან სიახლეების ძებნა და ახალი აღმოჩენები სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს.
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. სწორედ ამ მიზნით, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებისთვის ქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები