დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა თიბისი კონცეპტში
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ის ფარგლებში, 13 მაისიდან მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის (1952- 2019) ფოტოგამოფენას როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები. გამოფენაზე როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები.
წარმოდგენილი ფოტოები ასახავს ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა.
დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი განსხვავებული სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან — მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი... და ისე გამოვიდა, რომ 70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს სიღრმისეულად, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.
დავით სულაქველიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. იგი იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის თვალსაზრისი აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით. 1970 იანი წლებიდან გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან, დათო ფოფხაძესთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად. ასევე, ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა.
დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო- არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები.
გამოფენის კურატორები არიან გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი — 20 ივნისი, 2023 გახსნა: 13 მაისი, 17:00 საათი. სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-20:00 საათი. მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები