ლიბერთის და მთიელი წიგნების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთის და მთიელი წიგნების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება. მასშტაბური პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.
პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის — წიგნის გარეშე. ამჯერად, ლიბერთის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონში, კერძოდ შუახევის და ხულოს სოფლებში მცხოვრებ 1400 ბავშვს, საჩუქრად სასურველი 4000 წიგნი გადაეცა.
"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. აჭარაში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს" — თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.
"მოხარული ვართ, რომ მთიელი წიგნების მიერ წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის რეგიონის შემდეგ აჭარის მაღალმთიან რეგიონს ვესტუმრეთ. გასული ერთი წლის განმავლობაში ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლებში, 2200-ზე მეტ ბავშვს და 63 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ამჯერად ხულოსა და შუახევში მცხოვრები ბავშვები დავასაჩუქრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს" — ლევან ვარამაშვილი, მთიელი წიგნების თანადამფუძნებელი.
მთიელი წიგნები მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს წითელი ყველგანმავალის მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი — წიგნი მიაქვთ.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით — 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები