ირაკლი ღარიბაშვილი

11 May. 2023, 18:39

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, — მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20% დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. ასევე, უნდა შეგახსენოთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. [...]

ალბათ, დამისვამთ კითხვას, თუ აქვს რომელიმე ასოცირებულ ქვეყანას — უკრაინას, მოლდოვას უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ჩვენამდეც ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვასაც და დღესაც აქვთ უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი — მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი, გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი.

საქართველოს პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება და პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…