ბრეგაძე ამბობს, რომ სტარსბურგმა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ამის შესახებ ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საქმეს ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში გზავნიდნენ 11 აპრილს გახდა ცნობილი.
- დაცვის მხარე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებდა და არც იმას აკონკრეტებდა, თუ რას ეხებოდა სარჩელი.
- იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ადვოკატები სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვნენ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
- მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს, ასევე, უარი ეთქვა სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, რადგან "სახელმწიფოს ეს არ დაევალა".
დეტალები: ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო "გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული, მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია".
- მინისტრის მტკიცებით, ეს მიზნად ისახავდა საქართველოს ისეთ სახელმწიფოდ წარმოჩენას, სადაც ადამიანს აწამებენ.
- "ამ მიზნის მისაღწევად, ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინათ, ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება", — თქვა ბრეგაძემ.
- ასევე, დაამატა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს კორექტულ და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების ქმედებას აჩვენებს.
ადვოკატების განმარტებით, ეს სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არაა.
- "ეს გახლავთთ პროცედურული, ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება", — ამბობს შოთა თუთბერიძე.
- მისივე თქმით, დაცვის მხარემ პროცესის დაწყებისთანავე გამოიყენა ყველა ბერკეტი, რომლის საშუალებასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები იძლეოდა, ხოლო დროებითი ღონისძიება სწორედ ამგვარი ერთ-ერთი მექანიზმი იყო.
- "ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში. როგორც მინიმუმ, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება", — აცხადებს ადვოკატი.
- თუთბერიძის ინფორმაციით, საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
სააკაშვილი გადაწყვეტილებას ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრასბურგში იურიდიული პროცესი, ხოლო მისი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის გრძელდება.
- "მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს. ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და NATO-სკენ", — დაწერა მან.
- "ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვდრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა", — ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები