რა წერია 6 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში
ფოტო: eap-csf.eu
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროდასავლური პარტიები ეხმაურებიან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ფრენების აღდგენას და ამ საკითხზე ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებებს.
- განცხადებაში ისინი ხაზს უსვამენ, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და საერთაშორისო იზოლაციისა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვების რეალური საფრთხე შექმნა, რითაც პირდაპირ გაზარდა მტრის ხელახალი თავდასხმისა და აგრესიის რისკები.
- ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო.
- მათი შეფასებით, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც ამას ხელისუფლების პროპაგანდა წარმოაჩენს და მმართველმა გუნდმა საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო.
პარტიები მიმოიხილავენ ქართული ოცნების განცხადებებსა და გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც პროდასავლურ კურსს აზიანებს.
- "მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატო-ს სწავლება მცველი 2023-ში მონაწილეობაზე, თავს დაესხა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), დატოვა სიდიდით მეორე ევროპული პოლიტიკური ოჯახი, თანხმობა განაცხადა რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე. საქართველო საერთაშორისო იზოლაციისა და მტერთან — რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას.
- "ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად?", — აცხადებენ პარტიები.
- მათი აზრით, საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: "არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!"
- პარტიები ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად, იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას.
ხელმოწერები: განცხადებას 7 ოპოზიციური პარტია ავრცელებს.
- გირჩი — მეტი თავისუფლება;
- ელენე ხოშტარია — დროა;
- ლელო საქართველოსთვის;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ევროპული საქართველო;
- კანონი და სამართალი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები