ჯოზეფ ბორელი

13 May. 2023, 13:31

ბოლო 15 თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას დაახლოებით 15 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გავუწიეთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. [..]

ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი საბოლოო ვალდებულება უკრაინისადმი, უკრაინის სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის. მაგრამ ამასობაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრაქტიკული და კონკრეტული მხარდაჭერის შეთავაზება. და მინდა პუტინს მკაფიო მესიჯი გავუგზავნო: არ დავღლილვართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი აგრესორი. რუსეთს არ სურს ბრძოლის შეწყვეტა. და უკრაინა ვერ შეწყვეტს ბრძოლას. თუ მას [უკრაინას] სურს გააგრძელოს არსებობა, როგორც ერი, ის ვერ შეჩერდება. რუსეთს არ სურს [გაჩერება] და უკრაინა ვერ ჩერდება.

ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურს. ყველაზე მეტად მშვიდობა უკრაინელებს უნდათ. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა მეორე ბელარუსი გახდეს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა, ჩვენთვის არის ერთადერთი ყოვლისმომცველი ჩარჩო უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…