ნათია მეზვრიშვილი

13 May. 2023, 14:58

ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის, არამედ როგორც იურისტისთვის, უმძიმესი სანახავი იყო. ზოგადად, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ადამიანები არიან, ქეიფი და დროსტარება, ბუნებრივია, აკრძალული არ არის, თუმცა არსებობს რაღაც ეთიკური სტანდარტები, რაც განსაკუთრებით მოსამართლეებმა უნდა დაიცვან.

გუშინ რაც ვიხილეთ, ამას რა დავარქვა არ ვიცი — გედის სიმღერა თუ რა, მძიმე სანახავი იყო. ეს არის სასამართლოს სახე. პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ, აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ. საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ცდილობენ, თითქოს, არაფერი აინტერესებთ. აპირებენ გააგრძელონ ისე, როგორც აქამდე.

მძიმეა, რომ ეს არის სასამართლოს სახე. კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა, რომლებიც სისტემაში არიან, მნიშვნელობას კარგავს ამ ფონზე, იმიტომ რომ ზედაპირზე ამოსულია კორუფციონერი მოსამართლეების სურათი, იმიჯი და მაფიოზური დაჯგუფება. ეს ყველაფერი მძიმე ზინას აყენებს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და არა მხოლოდ სასამართლოს.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც სანქცირებულმა და არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლის დღე აღნიშნეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…