YogaFest — რას უნდა ელოდეთ ფხიზლად გართობის ფესტივალზე, რომელიც 19-21 მაისს გაიმართება
ფოტო: YogaFest
19, 20 და 21 მაისს ლისი ლემანსის ტერიტორიაზე ფხიზლად გართობის ფესტივალი —YogaFest გაიმართება. 3 დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ იოგას მრავალფეროვან პრაქტიკებს, ჩაერთონ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ და გასართობ აქტივობებში, მოისმინონ საინტერესო სპიკერების ლექციები და ისიამოვნონ ელექტრონული მუსიკით.
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე სტუმრები შეძლებენ დაკავდნენ ისეთი ფიზიკური აქტივობებით, როგორებიცაა იოგა დამწყებთათვის, Ჰათჰა იოგა, კუნდალინი იოგა, ძალისმიერი იოგა, ბავშვთა იოგა, მედიტაცია და ა.შ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ განიტვირთონ ხატვით, თერაპიული ძერწვით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა მრავალფეროვანი გასართობი საშუალებებით. საღამოობით სტუმრებისთვის დაუკრავენ DJ არტისტები და მოეწყობა მუსიკალური ჯემი.
ფესტივალის მიზანი ცხოვრების ჯანსაღ წესზე ცნობიერების ამაღლება და "ფხიზელი გართობის" პოპულარიზაციაა, ამიტომ YogaFest-ზე ალკოჰოლის ან სხვა სათრობი სუბსტანციის მიღება დაშვებული არ არის.
საიდან გაჩნდა ფხიზლად გართობის იოგა ფესტივალის შექმნის იდეა? რა არის მისი მთავარი იდეა და რას სთავაზობს ის სტუმრებს? — ამ და სხვა თემებზე YogaFest-ის ერთ-ერთ ორგანიზატორი, დავით კანდელაკი დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ.
პირველ რიგში, მოგვიყევით როგორ გაჩნდა YogaFest-ის იდეა?
ყველაფერი 7 წლის წინ იოგა retreat-ით დაიწყო. ქალაქგარეთ გავედით, სუფთა ჰაერზე იოგასთან ერთად გავატარეთ დრო და შიმშილობით გაწმენდა შევასრულეთ. პირველ ჯერზე მხოლოდ 7 ადამიანი შემოგვიერთდა, მეორე წელს 17 ადამიანი შევიკრიბეთ, მესამეზე 70, მერე კი 150-საც ავცდით. იოგა retreat ამ ფორმით ყველას ძალიან მოეწონა. წლიდან წლამდე ის შიგნითვე იზრდებოდა და ვითარდებოდა. იოგასთან ერთად ცოცხალ მუსიკას ვუკრავდით, ვუსმენდით ელექტრონულ მუსიკას და ვცეკვავდით, რაც მთავარია, ფხიზლად. ასე დაიბადა YogaFest და ფხიზელი გართობა.
რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ფხიზლად გართობაზე?
ალკოჰოლისა თუ სხვა სათრობი სუბსტანციების მიღებას არასასიამოვნო ნაბახუსევი მოსდევს. ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, ისინი დამოკიდებულებას იწვევს და გართობის მერე გუნება-განწყობილება ქვეითდება. ამას ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოჰყვება. აი, ფხიზელ გართობას კი უარყოფითი უკურეაქცია საერთოდ არ აქვს, პირიქით, გართობის მერე ხარ ჯანმრთელი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე. საყოველთაოდ მიღებულია, რომ თუ არ დათვერი, ვერ გაერთობი და ე.წ "კაიფს" ვერ დაიჭერ, რაც ძალიან მცდარი შეხედულება და პარადიგმაა. თუ ცდით, ნახავთ, რომ ფხიზლად გართობის ექსტაზი გაცილებით უფრო მასშტაბურია და არაა დამოკიდებული ნივთიერებაზე.
YogaFest-ზე იქნებიან სპიკერებიც. რა თემებზე ისაუბრებენ ისინი?
ჩვენი სპიკერები ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ. სტუმრებთან წარდგებიან ადიქტოლოგები ზაზა კალანდარიშვილი და ნუგზარ ძიძიგური. მათი თემებია —უკონტროლო და აკვიატებული ლტოლვა და ოჯახი და დამოკიდებულება. რეზი ხუნწელია ფხიზელ გართობასა და ელექტრონული მუსიკის ისტორიაზე მოგვიყვება, ლევან რამიშვილი — ფხაგავად გიტაზე, ხოლო ლევან ბახია მისივე საავტორო ლექციას წაიკითხავს ნებისწერის ფრაქტალზე.
იოგას სხვადასხვა პრაქტიკის გარდა, რა აქტივობებში შეეძლებათ სტუმრებს ჩართვა?
ფესტივალის აქტივობები მოიცავს სლეკლაინს, ბალანსის დაფას, ნეიროხატვას, სამაგიდო და უამრავ ფიზიკურ თამაშობებს. იქნება საბავშვო სივრცეც, სადაც ბავშვები დაესწრებიან საბავშვო იოგას და უამრავი თამაშით გაერთობიან. ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება ჯანსაღი კვების ობიექტები, ჰამაკები და ყველაფერი, რაც დასვენებისთვის, ვარჯიშისთვის და ფხიზლად გართობისთვისაა საჭირო.
როგორია ინტერესი YogaFest-ის მიმართ? რამდენად მოსწონთ სტუმრებს დროის ამ ფორმით გატარება?
ფესტივალის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით მედიის მხრიდან. როგორც წესი, ჩვენი ძირითადი სტუმრები იოგას მოყვარულები არიან, მაგრამ წელს ვფიქრობთ ის კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს, რადგან ელექტრონული მუსიკოსების საოცარი შემადგენლობა გვყავს.
რაც შეეხება მონაწილეების უკუკავშირს, ფესტივალზე დასწრების შემდეგ სტუმრები იჯერებენ, რომ ფხიზლად გართობა შესაძლებელია და ისეთივე ემოციებს იწვევს, როგორსაც არაფხიზელი მდგომარეობა. მეტიც, ბევრი სტუმარი უკვე ამჯობინებს ფხიზლად გართობას, რაც ძალიან გვახარებს.
YogaFest წელს 19, 20-სა და 21 მაისს, ლისი ლემანსის ტერიტორიაზე გაიმართება. დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ღონისძიების ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები