ვმასპინძლობთ იმერეთს — ქართული კუთხეების ფესტივალი იწყება
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
20 მაისს, წისქვილის ეზოში ქართული კუთხეების ფესტივალი იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
სტუმრები ისიამოვნებენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით და იხილავენ იმერული ცეკვა-სიმღერის ავთენტური ვერსიებს. სპეციალურად ამ დღისთვის იმერეთიდან წისქვილს ესტუმრებიან: ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი ბერმუხა, ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი ზვიად აბესაძის ხელმძღვანელობით, ლევან გერსამიას ანსამბლი ქართული ქორეოგრაფია და ანსამბლი აისი.
წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნივთები, სამოსი და ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტები, მათ შორის, მეღვინეობა ენკენის, შუმის, ღვინის ბრენდ ფესვების, ბადაგისა და ქეთო’ს ნაწარმი.
"მე-6 წელია, რაც მეღვინეობა ენკენი დაარსდა და ტრადიციულად ქვევრში დაყენებულ იმერულ ღვინოებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ მომხმარებელს. ეს საქმე არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, არამედ პირველ რიგში იმერული, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და შიდა და გარე ბაზარზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ქართული კუთხეების ფესტივალი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ჩვენი იმერული ქვევრის ღვინოები, იმერულ კერძებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარვუდგინოთ და მივიღოთ მათგანაც უკუკავშირი", — ამბობს ენკენის დამფუძნებელი, ლაშა გურული.
საფესტივალო დღეებში წისქვილის მენიუში დაემატება კონკრეტულად ამ კუთხის შესაბამისი, ტრადიციული კერძები. გაიმართება მასტერკლასები და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ნახონ, როგორ მზადდება ნამდვილი იმერული ხაჭაპური, წიწილა კეცზე და სხვა გამორჩეული კერძები.
ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცე, გასართობი აქტივობებით.
ქართული კუთხეების ფესტივალი წელს პირველად გაიმართება, თუმცა, წისქვილი ჯგუფში ამბობენ, რომ მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად იქცევა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. გვიხარია, რომ ჩვენ ვუყრით საფუძველს ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მუნიციპალიტეტსა და კომპანიას, რომელიც ჩაერთო და მონაწილეობს ფესტივალში", — ამბობს წისქვილი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.
ქართული კუთხეების ფესტივალი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და იმერეთის შემდეგ, წისქვილი სვანეთს, კახეთს, სამეგრელოს, რაჭას, გურიასა და აჭარას უმასპინძლებს.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ წისქვილის ფესიბუქ გვერდსა და ფესტივალის ღონისძიებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები