სტრასბურგის სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სასამართლოში ჩხარტიშვილის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო იცავდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის თქმით, 2019 წლის 29 ნოემბერს, ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ქართული ოცნების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდა.
- აქციის მიმდინარეობისას, პერფორმანსის სახით, ლობიოს მარცვლების სროლის გამო, პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
- მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით მას იმავე დღეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
- ორგანიზაციის თქმით, ეროვნული სასამართლოები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ხშირად უკანონო, დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვალდებულები არიან სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
დეტალები: ლაშა ჩხარტიშვილის საქმეში ევროპულმა სასამართლომ სამი ძირითადი განმარტება გასცა.
- საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის პოლიციელებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას აქვთ კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე სხვა მოქალაქეებს;
- არაძალადობრივი ქმედების გამო, პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხი სასამართლომ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა შეამოწმოს. რამდენიმედღიანი პატიმრობის გამოყენებაც კი გამოხატვის თავისუფლებაში მომეტებული ჩარევაა და მას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს;
- გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პროტესტის შინაარსი, არამედ მისი გამოხატვის ფორმაც.
- როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე პირის ქცევა არ არის ძალადობრივი, მის ქმედებას არც ზიანი გამოუწვევია და არც მოვლენათა ესკალაციაში გადაზრდის საფრთხე შეუქმნია, მისთვის პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ პატიმრობა ისე გამოიყენა, რომ ამ გარემოებებზე საერთოდ არ უმსჯელია.
- გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონური იყო.
- შედეგად, დაადგინა, რომ ლობიოს მარცვლების სროლის გამო პატიმრობის გამოყენებით სახელმწიფომ დაარღვია ლაშა ჩხარტიშვილის შეკრების თავისუფლება და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 1200 ევროს გადახდა დააკისრა.
- TI-ის თქმით, წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმას ითხოვენ.
- თუმცა, ნაცვლად უფლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებისა, ხელისუფლება კანონს კრიტიკული აზრის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვისთვის იყენებს.
- "ეს მიდგომა მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან", — ამბობს ორგანიზაცია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები