ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად დაინტერესებულ პირებს ღია ფინანსების ახალი სერვისების ტესტირებისთვის იწვევს
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ღია ბანკინგის განვითარების და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად ტექნიკურ სენდბოქსს აცხადებს.
ტექნიკური სენდბოქსი — რეალურ სატესტო გარემოში, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნისთვის საჭირო აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API) გამოყენებით სერვისების ტესტირების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სენდბოქსი საერთაშორისო კომპანია TESOBE-ს ღია ბანკინგის პლატფორმაზე გაეშვება, რომელიც უზრუნველყოფს 400 საბანკო API-ის კატალოგთან და ლოკალიზებულ სატესტო მონაცემებთან წვდომას და 11000-ზე მეტ ფინტექ დეველოპერთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.
ტექნიკური სენდბოქსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი და IFC მონაწილეებს საშუალებას მისცემს სატესტო გარემოში გაიარონ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით სცადონ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტების შექმნა.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 22 კვირა. ტექნიკური სენდბოქსისთვის შერჩეული API-ების შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად, პროექტის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლებლობა ექნება მიმართოს ღია ბანკინგის ჯგუფს — ob@nbg.gov.ge ან ინოვაციების ოფისს — innovationoffice@nbg.gov.ge. განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
შერჩეული API-ების გამოყენებით, ღია ბანკინგის სერვისების ტესტირებისთვის პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 6-კვირიანი ვადა, რომელიც დაიწყება მოსამზადებელი ეტაპების დასრულების შემდეგ. ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ახალი სერვისები შეფასდება როგორც საბოლოო მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, ის დაემატება საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტს და ღია ბანკინგში ჩართული მხარეებისთვის უკვე რეალურ გარემოშიც გახდება ხელმისაწვდომი.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სატესტო API-ების შერჩევის პროცესში მათთვის საინტერესო ინტერფეისების შესახებ ელ.ფოსტის გაგზავნით ob@nbg.gov.ge-ზე. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით და გასატესტი API-ების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 25 მაისს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზე დასწრების მსურველებმაც შეტყობინება უნდა გააგზავნონ — ob@nbg.gov.ge-ზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები