ნეტფლიქსის "დედოფალმა კლეოპატრამ" Rotten Tomatoes-ზე სერიალების ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ახალმა დოკუმენტურმა მინისერიალმა კინოკრიტიკოსთა ფორუმ Rotten Tomatoes-ზე ტელეისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. პრემიერიდან ერთი კვირის თავზე დედოფალმა კლეოპატრამ 5 ათასზე მეტი შემფასებლიდან მხოლოდ 2 პროცენტის მოწონება დაიმსახურა.
ცუდი გამოხმაურება გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სერიალს ჯერ კიდევ ტრეილერის გამოსვლის შემდეგ ხვდა მაყურებელთა ნაწილის კრიტიკა. განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება მას ეგვიპტეში მოჰყვა, სადაც ნეტფლიქსი კლეოპატრას არათეთრკანიანად წარმოჩენის გამო "ისტორიის გაყალბებაში" დაადანაშაულეს და პლატფორმაზე პრემიერის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს. ერთ-ერთმა ეგვიპტელმა იურისტმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც მოამზადა და ქვეყანაში ნეტფლიქსის მაუწყებლობის ასაკრძალად სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა.
- "კლეოპატრა თეთრკანიანი იყო" — ეგვიპტეში ნეტფლიქსს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებენ
- ნეტფლიქსის საპასუხოდ, ეგვიპტეში კლეოპატრაზე დოკუმენტურ სერიალს იღებენ
თუმცა, Rotten Tomatoes-ის შემფასებლებმა ყურადღება სერიალის სხვა მახასიათებლებზე გაამახვილეს და ამის გამო გააკრიტიკეს.
"პერსონაჟები სიღრმისეულად არ არიან წარმოჩენილები, მსახიობები საშუალოზე ცუდად თამაშობენ, ისტორიკოსები კი ღირებულებას მოკლებულ შენიშვნებს აკეთებენ. ამასთან, უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი სცენების განვითარების გარეშე", — ვკითხულობთ ერთ-ერთ შეფასებაში.
სერიალის სიუჟეტური ხაზი და მსახიობების შესრულება ფორუმის კიდევ ერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და დასძინა, რომ ნამუშევარი "ფენტეზი უფროა, ვიდრე დოკუმენტური".
"ხშირად უზუსტო ინფორმაცია, ამასთან ერთად, ძალიან მოსაწყენიცაა", — წერს Forbes-ის მიმომხილველი პოლ ტასი, — "მთელი ეს სერიალი კი უსიცოცხლო საპნის ოპერას მოგაგონებთ".
ფოტო: Netflix
დედოფალი კლეოპატრა ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალების სერიის, აფრიკელი დედოფლების, ნაწილია. პლატფორმაზე მისი პრემიერა 10 მაისს შედგა.
სერიალის აღწერაში ვკითხულობთ, რომ კლეოპატრა მსოფლიოში "ყველაზე არასწორად აღქმული ქალია", რომლის "სილამაზემ და რომანტიკულმა ცხოვრებამ მისი მთავარი ნიშან-თვისება დაჩრდილა — ინტელექტი".
პროდიუსერი ჯეიდა პინკეტ სმიტი კი ამბობს, რომ "კლეოპატრაზე ბევრმა იცის, მაგრამ არა სიმართლე".
"მას მეტისმეტად სექსუალიზებულად და ანგარებიანად წარმოაჩენენ, მაგრამ კლეოპატრა ინტელექტით, სტრატეგიისა და მეთაურობის ნიჭით დაჯილდოებული მმართველი გახლდათ, რომელიც თავისი სამეფოს დასაცავად იბრძოდა. სერიალი მის ამბავს სიღრმისეულად მოგვითხრობს", — ამატებს ჯეიდა.
წინათ დედოფალი კლეოპატრას როლი ეკრანზე ისეთ მსახიობებს შეუსრულებიათ, როგორებიც ვივიენ ლი და ელიზაბეთ ტეილორი არიან.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები