GDI პაკელიანის დაზარალებულად ცნობას და გამოძიების გადაკვალიფიცირებას მოითხოვს
ფოტო: On.ge
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გამოძიება გადაკვალიფიცირდეს და წარიმართოს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.
GDI-ის ცნობით, პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული კადრები წინამდებარე გამოძიების ფარგლებში მათაც აქვთ გამოთხოვილი და ეს მასალები უკვე დიდი ხანია დევს სისხლის სამართლის საქმეში. GDI-ში მიაჩნიათ, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის თავის არიდება კარგად დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკად არის ქცეული, გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია კი სრულად აკმაყოფილებს პირის დაზარალებულად ცნობის სტანდარტს.
ორგანიზაციის მტკიცებით, შოთა პაკელიანის საქმეზე გამოძიება წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სსკ-ის 1441,1443 მუხლები) მუხლებით უნდა წარიმართოს.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს პროკურატურას:
- დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი შოთა პაკელიანს მის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების ფარგლებში;
- შეცვალოს და სწორი კვალიფიკაცია მისცეს შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებულ წამების, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს;
"ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან საგანგაშოდ გახშირებული წამების, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები და პროკურატურის მხრიდან მათზე არაეფექტური რეაგირება, კიდევ ერთხელ, მთელი სიმწვავით წარმოაჩენს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას," - ვკითხულობთ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში.
GDI-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თნახმად, თუ პირს აქვს საფუძვლიანი საჩივარი, რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, სახელმწიფო ვალდებულია საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო (Assenov v. Bulgaria; Audin v. Turky). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმის ეფექტური გამოძიება კი თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისთვის კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებების მინიჭების აუცილებლობას. ამ შემთხვევაში მსხვერპლისთვის ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალების მინიჭება გულისხმობს პირი იყოს მომჩივანი და გააჩნდეს აუცილებელი პროცედურული გარანტიები სახელმწიფო მოხელეთა უკანონობის წინააღმდეგ.
კადრებით, რომელიც ლიბერალმა გაავრცელა, ირკვევა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული შოთა პაკელიანი არა დაკავებისას, როგორც ეს ჩხრეკისა და ამოღების ოქმშია მითითებული, არამედ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების შენობაში გაჩხრიკეს და გარეშე პირების თანდასწრებით გააშიშვლეს. აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
პროკურატურაში გამოძიება პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები