მედიაომბუდსმენი On.ge-ის რედაქტორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 მარტს, როცა პარლამენტის შენობაში და მიმდებარედ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.
- სამივე მათგანზე დაშვებული იყო პარლამენტში საქმიანობის საშვი, შესაბამისად, ჟურნალისტებს პროფესიული მოვლენების კანონიერად შესრულებაში ხელი შეუშალეს.
- პარლამენტის ტერიტორიიდან გაძევებამდე, On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე დაცვის თანამშრომელს უხსნიდა, რომ საშვი აქვს და ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდა.
- მიუხედავად ამისა, მას საუბარი გააწყვეტინეს და 2-მა პირმა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
- ამავე მეთოდით გააძევეს იქვე მყოფი ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია და ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდათ.
დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორის ინტერესებს მედიაომბუდსმენი იცავს.
- 2 და 7-8-9 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ'' ქვეპუნქტით დაიწყო.
- ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს.
- მოგვიანებით, საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა.
- მედიაომბუდსმენისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით: "გამოძიება გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე".
მედიაომბუდსმენი ითხოვდა, რომ ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევების საქმეზეც დაზუსტებულიყო კვალიფიკაცია, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
- შესაბამისად, პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
- მედიაომბუდსმენი ასევე ითხოვს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში გატარებული ზომებისა და რეაგირების შესახებ, რადგან ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.
დეტალები: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქარელი, გეგიძე და გვაძაბია არ წარმოადგენენ შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, მოკლებული არიან შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე.
- სწორედ ამ მიზეზით მედიაომბუდსმენი On.ge-ის რედაქტორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები