ირაკლი ღარიბაშვილი

17 May. 2023, 15:17

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა, ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო, საარჩევნო სისტემებში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა, გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა.

საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე. წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სამიზნე ორიენტირია, იცით, რომ განაცხადი გავაკეთეთ წევრობაზე და ეს არის ჩვენი ერის მიზანი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. ჩვენი სამომავლო მიზანია ევროკავშირში გაწევრება, ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და რეკომენდაციებს ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მშვიდობასა და კეთილდღეობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში თქვენთან ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…