თინა ბოკუჩავა

17 May. 2023, 17:34

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში, რა მოხდება ამის თაობაზე, გადაწყვეტილებას მივიღებთ. [...]

ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო და როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს დააფიქსირეს ამ ადამიანებმა. ესაა თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი — ამაზე, ალბათ, თავად ისაუბრებენ.

განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 17 მაისს, პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ასარჩევად 29 კანდიდატს სათითაოდ ეყარა კენჭი. მათგან, საბოლოოდ, 3 კანდიდატი შეირჩა. კვორუმისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ტრისტან ბენაშვილი და ზურაბ გურასპაშვილი — 93-93 ხმით, გიორგი გზობავა კი 91 ხმით აირჩიეს. უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც გამოუცხადეს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…