ირაკლი კობახიძე

18 May. 2023, 19:50

დღეს რაც მოვისმინეთ, ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პუნქტი აღარ არის მოსაწონი ევროპელი პარტნიორებისთვის. მეტიც, როდესაც უკრაინაზეა საუბარი, მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოსწონდა უკრაინული კანონი, ხოლო დღეს რა პოზიციაც მოვისმინე, ირკვევა, რომ ევროპელებს უკრაინული კანონი აღარ მოსწონთ.

თუ ეს მიდგომა არსებითად იცვლება, ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პუნქტი ამოღებულ იქნას ევროკომისიის რეკომენდაციებიდან. დღეს მოვისმინეთ კრიტიკა იმ საკითხის მიმართ, რომელიც 12 პუნქტში აისახა. გვქონდა დეტალებზე საუბარი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ როდესაც ევროპიდან მსგავსი მიმართულებით გვესმის გზავნილები, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ევროკომისიამ გადახედოს თავის პირვანდელ მიდგომას.

ტერმინი დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალურ მიდგომას — საუბარია ადამიანზე, რომელიც ოლიგარქია და აღარ უნდა იყოს. რადგან პერსონალური მიდგომა აღარ მოსწონთ, შეიძლება მთლიანად გადახედონ საკუთარ რეკომენდაციას. ამის საფუძველი არსებობს. პერსონალური მიდგომა, ტერმინი დეოლიგარქიზაცია, თავისუფლად შეიძლება, ამოღებულ იქნას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  5. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…