საქართველოს ბანკი და GITA ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას ახალი პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მუდმივად ზრუნავს, რათა ხელი შეუწყოს ციფრული პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და GITA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის პარტნიორობა GITA-ს პროექტის — თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის ფარგლებში გამარჯვებული სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. კერძოდ, ბანკი იმ კონკურსანტებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის სატრენინგო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, ელექტრონული კომერციის, როგორც სერვისის ინტეგრაციაში დაეხმარება და მათთვის შეღავათიან პირობებს აამოქმედებს: მონაწილეებისთვის გავრცელდება 1%-იანი საკომისიო ინტეგრაციიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ინტეგრაციაზე რეგისტრაციას კი სტარტაპები ბანკის ახალი ციფრული პლატფორმით businessmanager.ge შეძლებენ.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ბანკისგან მიიღონ ინფორმაცია ონლაინ გადახდების, მათთვის საჭირო სხვა საბანკო პროდუქტების, რელევანტური შეთავაზებებისა თუ აქციების შესახებ.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ საკითხში გვაქვს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის კარგი გამოცდილება ჩვენი და GITA-ს თანამშრომლობის სახით. სწორედ ამიტომ, ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ინოვაციური სტარტაპების ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბიზნესის მართვის გზები რადიკალურად შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში პროდუქციის მიწოდება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ის ელექტრონული კომერციის გზით ხდება. სწორედ ამ მიმართულებით შევძლებთ სააგენტოს მიერ შერჩეული კონკურსანტების მხარდაჭერას. ინიციატივის ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები, სადაც სტარტაპები საბანკო პროდუქტების, მათ შორის ონლაინ გადახდების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მათთვის შემუშავებული შეთავაზებებით ისარგებლებენ", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. სააგენტო 2016 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო და საგანმანათლებლო პროგრამებს. სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სტარტაპებში დასაქმებულია 2100-ზე მეტი ადამიანი, მათ მიერ მოზიდულმა დამატებითი კერძო ინვესტიციის მოცულობამ 95 000 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სტარტაპების პროდუქტის/სერვისის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 25 000 000 აშშ დოლარს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები