5 რამ, რაც ქალის "მთავარი სამკაულია" — არა, მორჩილება სამკაული არ არის
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სასულიერო პირი საკვირაო სკოლაში ბავშვებს ეკითხება, თუ რა არის ქალის "მთავარი სამკაული". ბეჭედი, ყელსაბამი, "კიკინა" — პასუხობენ ბავშვები. სასულიერო პირი მათ მინიშნებას აძლევს და ბოლოს დაფაზე პასუხს ვხედავთ: "მორჩილება".
სასულიერო პირი პატარებს უხსნის, რომ ქალის "მთავარი სამკაული" მორჩილებაა. მისი თქმით, ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს და ბიჭებმა გოგოები იმის მიხედვით უნდა შეარჩიონ, თუ რამდენად ემორჩილებიან მამებს:
"მორჩილება არის, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს უჯერებს ისეთ რამეში, რაც ღვთის მცნებას არ ეწინააღმდეგება, რაც ცოდვა არ არის, რაც ღვთისთვის მოსაწონია. სხვა შემთხვევაში, თუ ცოდვა არ არის, ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს. ეს არის მისი სამკაული. ეს მთავარი სამკაული თუ არ აქვს — მორჩილება და თავმდაბლობა — მაშინ მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია, რომ ჩამოჰკიდო, არაფერი არ იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში.
...რომ შეხედავ გოგოს, რომ თავის მამას უჯერებს, მაშინ დიდი ალბათობით მეუღლესაც დაუჯერებს. მაგრამ თუ შეხედავ, რომ ის მამას არ უჯერებს, ეურჩება, მაშინ თუ მაინც გადაწყვეტ, რომ ცოლად მოიყვანო, წინასწარ უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება არც შენ დაგიჯერებს, სავარაუდოდ... ასე რომ კარგად დაუკვირდით, მერე არ ინანოთ."
იმ ქვეყანაში, სადაც ქალები მუდმივად ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და ფემიციდიც ლამის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ქალის მთავარ თვისებად კიდევ მორჩილების დასახელება და ამის ბავშვებისთვის სწავლება, მსუბუქად რომ ვთქვა, უპასუხისმგებლობა მგონია. სწორედ მორჩილების სახელითა და ხათრით უწევს უამრავ გოგოსა და ქალს ძალადობის, შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის ატანა. ბიჭებისთვის კი იმის სწავლება, რომ ქალები უნდა დაიმორჩილონ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმის თქმას ნიშნავს, რომ "დაუმორჩილებლობის" შემთხვევაში მათ "შესაბამისი ზომების" მიღების — ძალადობის უფლებაც აქვთ.
ამიტომ არა, მორჩილება არაა ქალის "მთავარი სამკაული". ქალებს მსგავსი "სამკაულები" არ სჭირდებათ. მათ გარეშეც ვიმსახურებთ ადამიანის ძირითად უფლებებს — არავის არ აქვს ჩვენი დამცირების, დამორჩილებისა და ჩვენზე ძალადობის უფლება. მაგრამ თუ მაინცდამაინც "სამკაულებზე" მიდგება საქმე, მეც მაქვს იმ "სამკაულების" სია, რომლებიც მგონია, რომ ყველა ქალს უხდება:
1. განათლება
ფოტო: Warner Bros
განათლების მთელი ხიბლი ისაა, რომ ის ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და გამოცდილების მქონე ქალს ერთნაირად უხდება. მორჩილების მარწუხებისგან თავის დასაღწევადაც, პირველ რიგში, განათლების მიღებაა საჭირო. კითხვა, წერა, მოძიება, სწავლა, აღმოჩენა, შეცდომების დაშვება, დაცემა და ფეხზე წამოდგომა — განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლითაც ჩვენი მჩაგვრელების დამარცხება შეგვიძლია.
2. საკუთარი აზრისა და გრძნობების თამამად გამოთქმის გამბედაობა
ფოტო: MGM
ყველაფრისთვის თუ ბოდიშს იხდი და საკუთარი აზრის დაფიქსირებასაც სულ რბილად, "ალბათ"-ებით, "ასე ვფიქრობ"-ებით და "შეიძლება ვცდები"-ებით ცდილობ, მარტო ნამდვილად არ ხარ. სასწავლებელში, სახლში თუ სამსახურში ხშირად თავს ისე გვაგრძნობინებენ, თითქოს ჩვენს აზრსა და იდეებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უფრო "კომპეტენტურ" ხალხს უნდა დავემორჩილოთ და სწორედ სხვისი, განსაკუთრებით, კაცის სიტყვაა გადამწყვეტი. ასე ნამდვილად არაა: ყველგან, სადაც ხარ, საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოთქმის ისეთივე უფლება გაქვს, როგორიც სხვებს და ამის გამბედაობა ის სამკაულია, რომელიც თამამად უნდა ატარო.
3. "არა"-ს თქმის გამბედაობა
ფოტო: Everett
ვიცი, რომ არას თქმა ძალიან, ძალიან რთულია — ამას ცალკე სტატიაც კი მივუძღვენი. რთულია, მაგრამ აუცილებელია. "არა"-ს არ სჭირდება მიზეზი, უფრო სწორად, "არა"-ს თქმის სურვილი უკვე საკმარისი მიზეზია. ამ უნარზე მეტად საკუთარ თავსა და სხვა ქალებში ცოტა რამ აღმაფრთოვანებს.
4. სხვა ქალების მხარდაჭერა
ფოტო: Netflix
ვფიქრობ, ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა სირთულე გადალახვადია, თუ მხარს ერთი ქალი მაინც გიჭერს. ერთი ქალის გასაჭირი — საზოგადოების წნეხი, ძალადობა, გენდერული უთანასწორობა — ყველაზე კარგად მეორე ქალს ესმის. ამიტომ სხვა ქალების მიმართ ემპათიისა და მხარდაჭერის გამოვლენა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი "სამკაულია".
5. დაუმორჩილებლობა
ფოტო: Nickelodeon
შესაძლოა, სიტყვა "დაუმორჩილებლობა"-ს ზოგისთვის უარყოფითი დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ, აბა, რა უნდა ქნა, როცა უსამართლობას ეჩეხები? რა უნდა ქნა, როცა შენი უფლებები მუდმივად ილახება? რა უნდა ქნა, როცა გჩაგრავენ და ამ ჩაგვრას საზოგადოება ისევ შენ გაბრალებს? რა უნდა ქნა და, დაუმორჩილებელი უნდა იყო. შეიძლება, ვიღაცამ "მორჩილების სამკაული" გაჩუქოს ან ძალით გაგიკეთოს, მორჩილებაზე ლექციები გიკითხოს და გიმეოროს, რომ მორჩილებაზე მეტად არაფერი გიხდება, მაგრამ არ დაუჯერო: არასდროს დაემორჩილო იმას, ვინც/რაც მარწუხებში გაქცევს, გავიწროებს, გჩაგრავს და გაჯერებს, თითქოს კარგად ყოფნას არ იმსახურებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები