სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ყვარელში, სასტუმრო ყავრლის ტბასთან საპროტესტო აქცია დილიდან იმართება, სადაც ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ქორწილი უნდა გადაეხადა.
- ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, მათ შორის, ნიღბიანი სამართალდამცავები.
- მათ ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეებს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
- დაკავებულია 20-მდე აქტივისტი, მათ შორის, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.
დეტალები: ორგანიზაცია სამართალდამცავებს მოუწოდებს, უზრუნველყონ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ხელი არ შეუშალონ მედიის საქმიანობას.
- ცენტრი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პოლიცია იყენებს არაპროპორციულ ძალას, ხოლო მედიას არ ეძლევა მოვლენების დაუბრკოლებლად გაშუქების შესაძლებლობა.
- "განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის დაკავების შემდგომ დაკავებულების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა, რადგან სამართლებრივ დახმარებას არსებითი მნიშვნელობა სწორედ დაკავების საწყის პერიოდში აქვს, პოლიციის მხრიდან იძულების გზით ადმინისტრაციული წესით დაკავებულისგან ინფორმაციის მიღების რისკების არსებობის გამო".
- სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო ოკუპაციის რეჟიმში და ამავდროულად კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების შემოშვება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას, ეროვნულ ინტერესებსა და ევროინტეგრაციას.
გარდა ამისა, მათივე თქმით, ჩნდება არაერთი კითხვა საზღვრის კონტროლზეც. ამბობენ, რომ იმ ფონზე, კრიტიკულად განწყობილ აქტივისტსებსა და ჟურნალისტსებს მეზობელი ქვეყნიდან შემოსვლაზე უარს ეუბნება, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება შსს-ს თანამშრომლებს დასანქცირებული რუსების შემოსვლა არ დაედინტიფიცირებინათ.
- "ეს გადაწყვეტილება, წარსულში სერგეი გავრილოვისა და ვლადიმერ პოზნერის საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილებებთან და ამ ფონზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად, ამგვარი ფიგურების საქართველოში შემოსვლის საკითხზე პოლიტიკურ ლოიალობას უფრო აჩვენებს და შეუძლებელია მხოლოდ საზღვარზე შესაბამისი სამსახურების მუშაობის არაეფექტიანობით ავხსნათ".
- პრობლემურს უწოდებენ პროცესში ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებასა და ამ გზით პოლიტიკური კონფლიქტის გადაწყვეტას.
- "ხელისუფლება აქამდე მრავალგზის ნაცად ადმინისტრაციულ მექანიზმებთან ერთად, კვლავ იყენებს მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას და პროტესტის გამოხატვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით, უხეშად ერევა გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებში".
მოუწოდებენ შსს, თავი შეიკავონ უკანონო ბრძანების შესრულებისგან და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან.
- ასევე, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და შეუფერხებელი საქმინობა.
- დაკავებულების ადვოკატებს დროულად მიეცეთ დაკავებულებთან კონსულტაციის საშუალება და დაუყოვნებლივ მოხდეს მათი გადაყვანა სასამართლოში.
- გარდა ამისა, მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებოს, დაინტერესდნენ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებით და მოუახდინონ სათანადო რეაგირება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები