ირაკლი კობახიძე

21 May. 2023, 12:43

პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანზე, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი. გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება. [...]

იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, რადგან ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ამბობს, რომ ამ სფეროს სპეციალისტია და კარგად ესმის რასაც ამბობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…