ვალერი კვარაცხელია

22 May. 2023, 00:09

საქართველოს მოქალაქეებო, თანამემამულენო! ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი შინაური მტრები აქტიურად ცდილობენ ყურადღება პოლიტიკის მეორეხარისხოვან დეტალებზე გადაიტანონ, მაგრამ ზღვარსგადასული მათი აგრესიული მოქმედებებიდან ჩანს, რომ ომის საშიშროება არსად წასულა, პირიქით, მწვავდება. ამიტომ, უმთავრესი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომი თუ გაჩაღდა, იგი ელვის სისწრაფით მოედება მთელ კავკასიას, აქედან კი ალბათ მსოფლიო მასშტაბსაც მიიღებს.

ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის იღწვის საქართველოს დღევანდელი მთავრობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მშვიდობის გადარჩენის საქმეში განუზომელია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი. იგი მკერდით აღუდგა ჩვენი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით მოქმედ პროვოკატორებს და სიცოცხლისა და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ცდილობს და აღწევს კიდეც მშვიდობის შენარჩუნებას, რითაც უზარმაზარი წვლილი შეაქვს კაცობრიობისთვის გლობალური ომის აცილების ჰუმანურ საქმეში. მან მილიონობით დედა იხსნა შვილების გამო ძაძებით შემოსვის საშინელებისგან. ვფიქრობ, რომ ამ განსაკუთრებული ღვაწლისთვის ქართველმა ხალხმა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წარადგინოს საერთაშორისო უმაღლეს ჯილდოზე — ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის ღარიბაშვილი უნდა წარადგინოს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში

წერს ფეისბუქგვერდზე პრორუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოფრენილ პირველ რუსულ თვითმფრინავს ჩამოყვა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…