500 Georgia სტარტაპების აქსელერაციას განაგრძობს — გაიგეთ, როგორ შეიქმნა კომპანია Squares-ი
ფოტო: საქართველოს ბანკი
სტარტაპების ზრდის ხელშეწყობის, ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებისა და აქსელერაციისთვის შექმნილი პროგრამა, 500 Georgia საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სილიკონ-ველიზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ის პარტნიორობით, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
წელს პროგრამისთვის 12 სტარტაპი შეირჩა, რომელთაგან ერთ-ერთი ყაზახეთში დაფუძნებული სტარტაპი Squares-ია.
Squares-ის მისია მომხმარებლებისთვის ღონისძიებებისთვის შესაფერისი სივრცეების მოძიებისა და დაჯავშნის პროცესის გამარტივებაა. ეს სტარტაპ იდეა 2 წლის წინ კასიმ კაბილგალსა და დანილ მაცკევიჩს გაუჩნდათ, დღეს კი ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობენ. როგორ დაიწყეს მათ ამ იდეაზე მუშაობა და რა ეტაპზეა ამჟამად სტარტაპი? ამ და სხვა კითხვებზე Squares-ის დამფუძნებლები საუბრობენ.
რატომ და როგორ დაიწყეთ Squares-ზე მუშაობა?
Squares-ის შექმნის იდეა დანილის გაუჩნდა, როცა ის მარკეტინგული სააგენტოს კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა და ყოველთვის სირთულეებს აწყდებოდა, როდესაც კლიენტებისთვის შესაფერისი ადგილის პოვნას ცდილობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ეს პრობლემა ძალიან აქტუალური იყო და ხშირად დიდ ძალისხმევას ართმევდა, გვინდოდა, შეგვემუშავებინა ამ პრობლემის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის იქნებოდა გამოსადეგი.
ვინ არიან Squares-ის დამფუძნებლები?
ჩვენ ერთმანეთს უკვე 12 წელია ვიცნობთ და გუნდურად უკვე 6 თუ 7 ბიზნესზე გვიმუშავია. ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან იწყება, როცა 16 წლისები ვიყავით და გავხსენით ონლაინ მაღაზია სახელწოდებით BFY.kz — ეს იყო ბიზნესი, რომელიც ყოველთვიურ განმეორებად შემოსავალს გამოიმუშავებდა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს Daybreakhotels.com-ზე (იტალიური სტარტაპი სასტუმროს ნომრების დაჯავშნისთვის) მუშაობის გამოცდილება, ჩემთვის ნაცნობია ამ სფეროს სპეციფიკა და ის, თუ როგორია მოთხოვნა ბაზარზე, დანილი კი კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელია, ამიტომ მისი პასუხისმგებლობა ძირითადად კომპანიის პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაა.
უფრო დეტალურად, რას საქმიანობს სტარტაპი?
Squares-ი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ადვილად იპოვონ და დაჯავშნონ ღონისძიებების სივრცეები სხვადასხვა შემთხვევებისთვის. შესაბამისად, პლატფორმა მათ სთავაზობს ადგილების ფართო არჩევანს, მოდური ბარებიდან და რესტორნებიდან დაწყებული, ფარული სივრცეებით დამთავრებული, რომლებსაც ექსკლუზიური მდებარეობები აქვთ. ჩვენი პლატფორმა, რომელსაც ადვილად გასაგები და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი აქვს, ამარტივებს და აუმჯობესებს დაჯავშნის პროცესს. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მოხერხებულ და ეფექტურ გადაწყვეტას ღონისძიების დაგეგმვისთვის.
გარდა ამისა, Squares-ი იწყებს Squares Pass-ს, გამოწერაზე დაფუძნებულ სერვისს, რომელიც წევრებს აძლევს ექსკლუზიურ წვდომას 200-ზე მეტ სამუშაო სივრცეზე, სადაც ისინი შეძლებენ როგორც მუშაობას, ასევე შეხვედრების დაგეგმვას. ამასთან, ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებით შერჩეულ ადგილებში და მიიღებენ ექსკლუზიურ შეღავათებს.
როგორი იყო სტარტაპის განვითარების პროცესში პირველი ნაბიჯები?
როდესაც ჩვენ დავიწყეთ Squares-ი, ჩვენი პირველი ნაბიჯები იყო ყაზახეთში პოტენციური კონკურენტების ანალიზის ჩატარება. ამის შემდეგ შევადგინეთ პოტენციური პარტნიორების სია, რომლებთანაც ვგეგმავდით მუშაობას. პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ პროდუქტის MVP-ის შემუშავება. ამ პერიოდის განმავლობაში, კასიმი ხვდებოდა სივრცეების მფლობელებს, რათა მოეყოლა ჩვენი იდეის შესახებ. ხოლო მე ვატარებდი ინტერვიუებს პოტენციურ მომხმარებლებთან, რათა შემეგროვებინა მათი გამოხმაურება და შეხედულებები.
რა სირთულეებს წააწყდით პროდუქტის განვითარებასთან ერთად?
განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო მინიმალური პროდუქტის (MVP) შექმნა, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ჩვენი მომხმარებლების მოლოდინები არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. ამ გამოწვევის დასაძლევად გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა დაბალი კოდის განვითარების პლატფორმა სახელწოდებით Bubble, რომელიც დაგვეხმარა, შეგვექმნა ფუნქციური პროტოტიპი სწრაფად და ეკონომიურად.
როდესაც ჩვენ ვაგროვებდით უკუკავშირს ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისგან, მივხვდით, რომ პროცესის გასამარტივებლად პროდუქტის გაუმჯობესება გვჭირდებოდა. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიწყებთ Squares-ის ახალი ვებ და მობილური აპლიკაციის შექმნას, რომელიც ავტომატიზაციას გაუწევს ყველა პროცესს და საშუალებას მოგვცემს ჩვენც, უფრო მარტივად გავფართოვდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.
რა ეტაპზეა ამჟამად სტარტაპი?
ამჟამად Squares-ი ორი წელია რაც ბაზარზე ფუნქციონირებს და ვფიქრობთ, რომ შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ მოვახერხეთ 6000-ზე მეტი ჯავშანი განგვეხორციელებინა 17 ქალაქში 1300 ლოკაციაზე, რამაც ჩვენს პარტნიორებს $600,000-ზე მეტი შემოსავალი მოუტანა. ახლა ჩვენი ახალი პროდუქტის, Squares Pass-ის ბაზარზე ჩაშვების პროცესში ვართ, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს სააბონენტო მოდელს შესთავაზებს. გარდა ამისა, ვცდილობთ გავფართოვდეთ საერთაშორისო დონეზე და შევიდეთ ახალ ბაზრებზე.
რატომ გინდოდათ 500 Georgia-ს პროგრამაში მოხვედრა?
500 Georgia-მდე ჩვენ ვმონაწილეობდით ყაზახეთში წამყვან აქსელერაციის პროგრამაში — Silkway Accelerator-ში, რომელიც Astana Hub-ისა და Google for Startups-ის მიერ არის ორგანიზებული.
თუმცა, 500 Georgia-ს პროგრამაზე განაცხადის შეტანა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გვჯერა, ეს პროგრამა დაგვეხმარება ჩვენი ზრდის დაჩქარებაში და ბიზნესის მასშტაბირებაში.
ჩვენ ვხედავთ 500 Georgia-ს, როგორც წარმოუდგენელ შესაძლებლობას საიმისოდ, რომ ვიმუშაოთ მსოფლიო დონის მენტორებთან და ინვესტორებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი მიზნების მიღწევაში. გარდა ამისა, პროგრამა უზრუნველყოფს რესურსების უზარმაზარ ქსელზე წვდომას, მათ შორის ინვესტორებთან კავშირებს, მომხმარებელთა შეძენის სტრატეგიებს და ზრდის ტექნიკას.
მოხარულები ვართ, რომ ვისწავლით პროგრამის გამოცდილი მეწარმეებისა და ინვესტორებისგან და გვჯერა, რომ 500 Georgia დაგვეხმარება ჩვენი ბიზნესის ახალ სიმაღლეებზე აყვანაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს შეუფერხებელი და მოსახერხებელი დაჯავშნის გამოცდილება და გვჯერა, რომ 500 Georgia დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
დაბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს ჩვენი ბიზნესის მასშტაბირებას, რათა მივაღწიოთ უფრო მეტ მომხმარებელს და პარტნიორს გლობალურად. ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ ინოვაციურად მუშაობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი, რათა დააკმაყოფილოს ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების განვითარებადი საჭიროებები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები