თეგეტა ჰოლდინგი და ვოლვო ქარ კავკასია გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდნენ
ფოტო: თეგეტა
საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს მეშვიდედ შეუერთდა. ორგანიზაციამ — საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან, თეგეტა ჰოლდინგთან და ვოლვო ქარ კავკასიასთან ერთად, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გამართა.
#გადახედემობილობას, #ქუჩებისიცოცხლისთვის — ასეთი იყო წლევანდელი ღონისძიების სლოგანი. უცვლელი დარჩა გლობალური კვირეულის მიზანი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირებას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
"გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული, რომელიც უკვე მეშვიდედ აღინიშნა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, გულისხმობს საუბარსა და ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით. ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ, ისეთი ინტერვენციები გავატაროთ, რაც ყოველწლიურად შეამცირებს გზებზე მსხვერპლს. წლევანდელი კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრები ახალგაზრდებთან, რომლებიც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. გადამწყვეტია, რომ მათ თავიდანვე კარგად ჰქონდეთ გააზრებული საკითხის აქტუალურობა და პასუხისმგებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს ეკისრება. საქართველო საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. პრობლემებია ტექნიკური ინსპექტირების მხრივ — ეს რეფორმა გასაუმჯობესებელია; აღმოსაფხვრელია ინფრასტრუქტურული ხარვეზები დედაქალაქშიც და განსაკუთრებით რეგიონებში; ცალკეა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. გამოწვევა ბევრია, თუმცა ვფიქრობ, მუშაობისა და მიზანმიმართული ქმედების შედეგად ეს ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და მოგვარდეს", — აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე.
გლობალურ კვირეულს ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი და კერძო კომპანიები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, საერთო მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ. მათ შორის არის თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც გაეროს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებს, თავის შვილობილ კომპანია ვოლვო ქარ კავკასიასთან ერთად უჭერს მხარს.
"უსაფრთხოება თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. წელს უკვე მეორედ ვუერთდებით გლობალურ კვირეულს. ჩვენი ჩართულობა ამჯერად დედაქალაქს გასცდა. თეგეტას ქუთაისის მომსახურების ცენტრში, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მომხმარებელს საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცა. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართვით შევძელით, სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
საგზაო უსაფრთხოება თეგეტა ჰოლდინგისა და ვოლვო ქარ კავკასიისთვის საკვანძო პრიორიტეტია. თავის მხრივ, Volvo მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მდგრადი საავტომობილო ბრენდია. შვედურ კომპანიას რეგიონში ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს, რომელიც ბრენდის მიღწევებსა და ხედვებს უსაფრთხოების საკითხებში გარშემომყოფებს აქტიურად უზიარებს. წელს ასეთი საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში შედგა.
"კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან უსაფრთხოებასა და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებსაც Volvo მომხმარებელს სთავაზობს. 1959 წელს შვედური ბრენდი პირველი იყო, რომელმაც უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი შექმნა და უკლებლივ ყველა ავტომწარმოებელს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ ღვედის დამსახურებით მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა. ვოლვოს ინოვაციაა ბავშვის სავარძელიც, რომელიც ავტომობილში მოძრაობის საპირისპირო მხარეს მაგრდება და ყველაზე საიმედოა. სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა შექმნეს "ბრმა ზონების" კონტროლის მექანიზმიც, რომელიც მძღოლს შეჯახებისგან იცავს. 2020 წლისთვის Volvo Cars-ის მისია იყო, მის ავტომობილებში გარდაცვალების მაჩვენებელი ნულის ტოლი ყოფილიყო. ბრენდის შემდეგი მისიაა, რომ დაზიანების მაჩვენებელიც ნულოვანი იყოს როგორც ავტომობილში მსხდომთათვის, ასევე მათთვისაც, ვინც შესაძლოა ვოლვოს წინ გადაურბინოს", — აღნიშნავს გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი.
დედაქალაქის გარდა, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისშიც. მოსწავლეები ქალაქის მერს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის კუთხით ადგილზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საკითხზე იმსჯელეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. სტუდენტებს ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული გაეროს წევრ ქვეყნებში ერთსა და იმავე პერიოდში იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ახალი სლოგანით და უცვლელი ამოცანით კვირეული ზუსტად ერთი წლის თავზე დაბრუნდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები