იმერეთის დღეები "წისქვილში" — "ქართული კუთხეების ფესტივალი" დაიწყო
ფოტო: წისქვილი
20-21 მაისს წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
იმერეთის დღეები წისქვილი ჯგუფის ახალი ინიციატივის, "ქართული კუთხეების ფესტივალის" ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იმერეთი პირველი იყო, რომელსაც წისქვილმა უმასპინძლა.
ფოტო: წისქვილი
"ქართული კუთხეების ფესტივალი" ძალიან საინტერესო ღონისძიებაა როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის, რადგან ის მათ შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში, თბილისშივე იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ეზიარონ მათ ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას.
პირველი კუთხე იმერეთი იყო, რომლის შემდეგაც სვანეთს ვუმასპინძლებთ. ივლისის ბოლომდე კი წისქვილში თავიანთ კუთხეს კახეთი, სამეგრელო, რაჭა, გურია და აჭარა წარადგენს", – ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.
ფოტო: წისქვილი
იმერეთის დღეებზე წისქვილს ესტუმრნენ ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი "ბერმუხა", ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი ზვიად აბესაძის ხელმძღვანელობით, ლევან გერსამიას ანსამბლი, "ქართული ქორეოგრაფია" და ანსამბლი "აისი".
თავიანთი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმაც, რომელთა შორისაც იყო მეღვინეობა ენკენი, შუმი, ფესვები, ოჯახური, ბადაგი და ქეთო’ს.
ფოტო: წისქვილი
"იმერეთიდან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვედით და ჩვენი წარმოების ქვევრის ღვინო წარვადგინეთ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ორი სახეობის იმერული ღვინო — ციცქა და ძელშავი. ვფიქრობ, მათ დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მადლობას ვუხდით წისქვილი ჯგუფს, რომ საშუალება მოგვცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საინტერესო წამოწყებაში. დარწმუნებული ვარ, სხვა კუთხეების დღეებიც ისეთივე დასამახსოვრებელი იქნება, როგორიც ეს იმერეთის წარდგენისას იყო", — აღნიშნავს მეღვინეობა ენკენის დამფუძნებელმა ლაშა გურულმა.
ფოტო: წისქვილი
ქართული ნაწარმის დაგემოვნების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავთენტური იმერული გემოები "წისქვილის" განახლებული მენიუს დახმარებითაც გაეცნოთ. მას სპეციალურად ამ დღეებში ტრადიციული იმერული კერძები დაემატა. გაიმართა მასტერკლასებიც, რომლის დროსაც სტუმრებმა თავად მოამზადეს ნამდვილი იმერული ხაჭაპური, წიწილა კეცზე და სხვა გამორჩეული კერძები.
ფოტო: წისქვილი
წისქვილის ეზოში მოეწყო საბავშვო ზონაც, სადაც ბავშვებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს.
"ჩვენთან ძირითადად ოჯახები მოდიან და, როგორც წესი, უფროსებს თან ახლავთ მცირეწლოვანი შვილები. ამიტომ გადავწყვიტეთ, სპეციალურად ბავშვებისთვის შეგვექმნა სივრცე, რომელიც სხვა საფესტივალო დღეებშიც დახვდებათ სტუმრებს. როდესაც უფროსები დეგუსტაციით ან სხვა აქტივობებით იქნებიან დაკავებული, ბავშვები მათთვის განკუთვნილ სივრცეში შეიქცევენ თავს", — ამბობს ანანო თავხელიძე.
ფოტო: წისქვილი
"ქართული კუთხეების ფესტივალი" წელს პირველად იმართება, თუმცა წისქვილი ჯგუფში ამბობენ, რომ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. ღონისძიების შესახებ დეტალები დროთა განმავლობაში წისქვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები