ვმასპინძლობთ სვანეთს — ქართული კუთხეების ფესტივალი გრძელდება
ფოტო: წისქვილი
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, ქართული კუთხეების ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც წისქვილი ჯგუფი ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება მოისმენს სვანური ფოლკლორის ავთენტურ ნიმუშებს, რისთვისაც ფესტივალს სვანეთიდან სპეციალურად ესტუმრება ასწლოვანი ანსამბლი რიჰო. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ანსამბლ ლალხორის გამორჩეული შესრულებითაც.
ქართული კუთხეების ფესტივალზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასები, სადაც მსურველები თავად მოამზადებენ სვანურ კერძებს. ორი დღის განმავლობაში, სტუმრები აღმოაჩენენ არა მხოლოდ ამ კუთხის ავთენტურ გემოებს, არამედ გაეცნობიან მის გასტრონომიულ სიახლეებსაც. წისქვილის ეზოში მოეწყობა საბავშვო ზონაც, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებში.
"ქართული კუთხეების ფესტივალზე პირველი იმერეთი წარსდგა. ინტერესი ძალიან დიდი იყო და გვიხარია, რომ წისქვილი ჯგუფის ახალმა წამოწყებამ გაამართლა. დარწმუნებული ვართ, იმერეთის მსგავსად, სვანეთის დღეებიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება სტუმრებისთვის. ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორები, მონაწილეები და მხარდამჭერები ძალისხმევას არ იშურებენ. გელით სვანეთში სამოგზაუროდ და კიდევ ერთი შაბათი-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
ქართული კუთხეების ფესტივალი წისქვილი ჯგუფის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, თუმცა მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად ჩამოყალიბდება. ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოგზაურობის განსხვავებული გამოცდილება შესთავაზოს ადგილობრივებსა თუ უცხოელ სტუმრებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას.
სვანეთის დღეების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები